რედ ბულმა დააგვიანა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონის "რედ ბულის" ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ედრიან ნიუის აღიარებით, იმის გამო, რომ მისი გუნდი შარშან, ბოლო ეტაპამდე ჩემპიონობისთვის იბრძოდა, ამან გავლენა იქონია 2013 წლისთვის განკუთვნილი ბოლიდის მზადების გრაფიკზე.

"ჩვენ ბოლოსწინა რბოლამდე შეგვქონდა ტექნიკური ცვლილებები შარშანდელ ბოლიდში, - ამბობს ნიუი ბრიტანულ "ავტოსპორტთან" ინტერვიუში. - ეს ყველაფერი ხელს გვიშლიდა ახალი მანქანის შექმნაში. ეს პროცესი პარალელურად მიმდინარეობდა და ახლა უნდა ვაღიარო, რომ ამან იმაზე მეტად იმოქმედა RB9-ის ჩამოყალიბებაზე, ვიდრე ჩვენ გვსურდა.

მაგრამ იმ მომენტში ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ჩვენ შევძელით მიზნის
მიღწევა, მაგრამ ახლა, გუნდს დაძაბული ზამთრის პერიოდი ელის, რადგან დაკარგულის ანაზღაურება უნდა შევძლოთ".

"რედ ბულის" წარმომადგენლებმა BBC-ის შეატყობინეს, რომ მხოლოდ მომავალ კვირას გაირკვევა, მოასწრებს თუ არა გუნდი 5 თებერვალს, პირველი ტესტებისთვის ახალი მანქანის მომზადებას.

* * *
შვეიცარიული საჯინიბოს "ზაუბერის" ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ 2 თებერვალს შედგება გუნდის ახალი ბოლიდის პრეზენტაცია, რომლითაც 2013 წელს გერმანელი ნიკო ჰიულკენბერგი და მექსიკელი ესტებან გუტიერესი გამოვლენ.

პილოტების გარდა, ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს გუნდის შეფი მონიშა კალტენბორნი. პრეზენტაცია შვეიცარიის ქალაქ ჰინვილში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ "ზაუბერი" მესამე გუნდია პელოტონში, რომელმაც ბოლიდის პრეზენტაციის თარიღი დაასახელა. თავდაპირველად ეს გააკეთეს "მაკლარენმა" და "ფორს ინდიამ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნიუ სულ ასე ამბობს მარა ყოველთვის სწრაფი ბოლიდი გამოყავს , მითუმეტეს რომ რეგლამენტში რამე განსაკუთრებული სხვაობა არ იგეგმება ასე რომ დახვეწილი RB8 -თაც გავა ფონს
avtuko
13:14 05-01-2013
0

სიახლეები პოპულარული