ფორმულა 1–ის სიახლეები თოვლის ფონზე

AutoSharing Option
იტალიის კურორტ მადონა დი კამპილიოში მიმდინარეობს ტრადიციული ზამთრის ფესტივალი, რომელშიც მონაწილობა იღებენ “ფერარის” პილოტები - ფერნანდო ალონსო და ფელიპე მასა.

"სკუდერია" საკუთარი პროგრამით მუშაობს ამ ფესტივალზე, რომელიც სარეკლამო და საქველმოქმედო ხასიათს ატარებს, პარალელურად, "ფერარი" ახალი სეზონისთვის ემზადება.

ფელიპე მასა, ძირითადად, თხილამურებით სრიალებდა, იმ დროს, როცა ფერნანდო ალონსო სხვადასხვა ფოტოსესიასა და ვიდეოგადაღებებში მონაწილეობდა, გარდა ამისა, გამონახა დრო სპორტდარბაზში ინტერნსიური ვარჯიშებისთვის.

“ფერარის” ხელმძღვანელი სტეფანო დომენიკალი ასევე ჩავიდა მადონა დი კამპილიონში და გუშინ პრესკონფერენცია გამართა. დომენიკალიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე საჯინიბოს სამომავალო გეგმებზე ილაპარაკა, მთავარი
ახალი ამბავი კი ის იყო, რომ "სკუდერია" 2013 წლისთვის განკუთვნილი ბოლიდის პრეზენტაციას პირველ თებერვალს გამართავს. ჯერჯერობით უცნობია მანქანის ინდექსი.

დომენიკალი ასევე გამოეხმაურა "ფერარის" პრეზიდენტის ლუკა დე მონტეძემოლოს ადრინდელ განცხადებას და მანაც გამორიცხა იტალიურ საჯინიბოში ფერნანდო ალონსოსა და "რედ ბუდის" ლიდერის სებასტიან ფეტელის ერთად გამოსვლა.

გუშინვე გაირკვა, რომ ესპანელი პილოტი პედრო დე ლა როსა, რომელიც HRT-ის დაშლის შემდეგ უმუშევარი დარჩა, "ფერარიმ" შეიკედლა. ვეტერანი პილოტი იტალიურ გუნდში სიმულატორის განვითარებაზე იმუშავებს. დე ლა როსა ბოლო მომენტამდე იმედოვნებდა "მაკლარენში" დაბრუნებას, სადაც ადრე ტესტ-პილოტად მუშაობდა, მაგრამ ბრიტანულმა გუნდმა უარი თქვა მისი მიწვევის იდეაზე.

ფორმულა 1-ში ახალი სეზონი 17 მარტს, ავსტრალიის გრანპრით გაიხსნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ახალ "რედ ბულს" 3 თებერვალს ვნახავთ
მკითხველის კომენტარები / 1 /
პედრო კარგი პილოტია იმედია ფერარის ახალი ბოლიდის განვითარებაში თავის წვლილს შეიტანს
avtuko
17:46 17-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული