"ვინ იქნება ჩემი მეტოქეებიდან ყველაზე ძლიერი? ვფიქრობ, რომ ჰემილტონი, - განაცხადა ფერნანდო ალონსომ, რომელიც ამჟამად "ფერარისთან" ერთად სამთო კურორტ მადონა დი კამპლიოში თოვლის ფესტივალზე იმყოფება. - ეს შარშანაც დადასტურდა და წელსაც ასე იქნება. ეს ჩემი პირადი აზრია და მას არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან".
კითხვაზე - რატომ არ დაასახელა საუკეთესოდ ფეტელი, ალონსომ უპასუხა: "მე არ ვამბობ,
მაგრამ მე მახსოვს 2011 წლის რთული რბოლებიც, რომლებიც რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში იმართებოდა და მაშინ ფეტელს არც ერთი შეცდომა არ დაუშვია. რა თქმა უნდა, ამ სამი წლის განმავლობაში იყო მომენტები, როცა ის სხვებზე მაღლა იდგა და დამსახურებულად მოიგო სამი ტიტული".
ალონსოს აზრით, ჰემილტონს უკვე წელს შეეძლება მოგებისთვის ბრძოლა: "დარწმუნებული ვარ, ის შეძლებს ეტაპების მოგებას. ლუისი - შესანიშნავი პილოტია, რადგან მას განსხვავებული მანქანების საჭესთან მოუპოვებია გამარჯვებები. ის იგებდა 2007 და 2008 წლებში. 2009 წლის დასაწყისში "მაკლარენი" ლიდერებს ორი წამით ჩამორჩებოდა, მაგრამ ლუისი ახერხებდა გრანპრის მოგებას. იგივე განმეორდა 2010 წელს.
გასულ წელს ჩვენ ვნახეთ, როგორ მოიგო ჩინეთში ნიკო როსბერგმა "მერსედესის" მანქანით. ასე რომ, ჰემილტონიც მოახერხებს არაერთ რბოლაში პირველ ადგილზე გასვლას".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფორმულა 1–ის სიახლეები თოვლის ფონზე