დიდი და პატარა შუმები: ერთად ტესტებზე

AutoSharing Option
ლეგენდარულმა მიხაელ შუმახერმა მონაწილეობა მიიღო კომპანია Tony Kart-ის ახალი სპორტული კარტების ტესტებში, რომელიც იტალიის ჩრდილოეთით, ქალაქ ლონატოს ტრასაზე გაიმართა.

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა Racer EVK-ის ახალი შასი გამოსცადა.

მიხაელთან ერთად, ტესტებში მონაწილეობა მიიღო კარტინგში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფლავიო კომპანეშიმ; აგრეთვე, Tony Kart-ის დებიუტანტმა, 13 წლის მიკ ბეტჩმა.

სინამდვილეში, ამ ბიჭის ნამდვილი გვარია შუმახერი და ლაპარაკია ლეგენდის ვაჟზე (ბეტჩი - მიხაელის მეუღლის, კორინას ქალიშვილობის გვარია). თუმცა უმცროსი შუმახერი ჯერჯერობით დაბალი კატეგორიის კარტს იყენებს, სადაც მკაცრად არის შეზღუდული ძრავის სიმძლავრე.

სხვათა შორის, ესპანურმა
გაზეთმა El Mundo Deportivo-მ დაწერა, რომ ტესტების შემდეგ Tony Kart-სა და უფროს შუმახერს შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, ფორმულა 1-ის ყოფილი ჩემპიონი 2013 წელს მონაწილეობას მიიღებს კარტინგის სტარტებში. თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფორმულა 1: გაპარტახებული ვალენსია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული