ფორმულა 1: მაინც ათი გუნდით?

AutoSharing Option
როგორც იცით, გასული სეზონის ბოლოს ესპანურმა საჯინიბო HRT-მ საკუთარი თავი ბანკროტად გამოაცხადა და შეწყვიტა არსებობა. გუნდის მთელი შტატი გაანთავისუფლეს და ისე ჩანდა, ამით საჯინიბოს ისტორია დასრულდა.

მაგრამ ახლა უცნობი ამერიკელი და კანადელი ინვესტორები ცდილობენ გუნდის იურიდიული სახელის გამოსყიდვას, მისთვის "სკორპიონ რეისინგის" დარქმევას და 2013 წლის სეზონში სტარტზე გასვლას. იტყობინებიან, რომ გუნდის გაყიდვის პროცედურა შეიძლება უახლოეს დღეებში განხორციელდეს.

მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ 2013 წლის ჩემპიონატში მონაწილეობა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან განაცხადების მიღების პერიოდი დიდი ხანია დამთავრებულია. ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი
ბერნი ექსლ
ტოუნი მზად არის, გუნდს უაილდ-ქარდი მისცეს, თუ გარიგება უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში შედგება, მაგრამ ღიად რჩება ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის საკითხი, რომელმაც შეიძლება აუკრძალოს HRT-ს ამ სეზონში გამოსვლა.

* * *
სამ დღეში გაიმართება "ფერარის" ახალი ბოლიდის პრეზენტაცია, მანამდე კი გუნდმა სახელი მოუძებნა 2013 წლისთვის განკუთვნილ მანქანას.

"ფერარის" ახალი ბოლიდის ინდექსია – F138. რიცხვი "138" შემთხვევით არ არის არჩეული. 13 – არის ახალი სეზონის წელი, 8 – აღნიშნავს ძრავაზე ცილინდრების რაოდენობას. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს V8 ტიპის ძრავას ბოლოჯერ გამოიყენებენ ფორმულა 1-ში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფორმულა 1: სეზონი "ლოტუსმა" გახსნა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ისპანია როცა იყო მაშინაც კი ვერ უწევდა კონკურენციას ვერავის და მით უმეტეს ახლა პრობლემების მეტს არაფერს არ შექმნის ასე რომ მათ მონაწილეობას 99% გამოვრიცხავ
avtuko
17:04 31-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული