ფორმულა 1: ესეც ახალი მაკლარენი

AutoSharing Option
ამ საჯინიბომ Youtube-ზე მოაწყო ახალი მანქანის პრეზენტაციის პირდაპირი ტრანსლაცია.

სანამ საქმე ახალი ბოლიდის წარდგენამდე მივიდოდა, გუნდმა ისტორიული მანქანების შთამბეჭდავი აღლუმი მოაწყო. მათ შემდეგ დარბაზში გამოჩნდნენ ჯენსონ ბატონი - McLaren P1-ის პროტოტიპით და სერხიო პერესი - სპორტული MP4-12C-ით.

ცოტა ხანში პილოტებმა დამცავი შალითა გადახსნეს MP4-28-ს და ჟურნალისტები და პრეზენტაციის სტუმრები ახალ მანქანას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. მანქანა ტრადიციულ ფერებშია გადაწყვეტილი და შარშანდელი MP4-27-ის მემკვიდრე გახდა. ისინი თითქოს ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ ტესტების დაწყებასთან ერთად, ახალი ბოლიდი უფრო მეტ სიახლეს შეიძენს.

მანქანის პრეზენტაციის ცერემონიაზე
"მაკლარენის" შეფმა მარტინ უიტმარშმა განაცხადა, რომ ახალ სეზონში გუნდის მიზანი - ჩემპიონატში გამარჯვებაა...

"ახალი მანქანის პრეზენტაცია - ყოველთვის ამაღელვებელი მომენტია. დღევანდელი აღლუმი, ჩვენი რამდენიმე მანქანის მონაწილეობით, შესანიშნავი დასაწყისი გახდა 50-წლიანი იუბილეს აღსანიშნავად და 2013 წლის სეზონის გასახსნელად, მაგრამ ამ აქციამ აგრეთვე შეგვახსენა ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელსაც გრძნობს "მაკლარენის" ტექნოლოგიური ცენტრის ყველა თანამშრომელი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრიუს მაკლარენის, ტედი მაიერისა და რონ დენსის დაწყებული საქმე.

სავსებით ლოგიკურია, რომ წარსულის მანქანების ხმაურს "მაკლარენის" თანამედროვე ტექნოლოგიურ ცენტრში კარგი ჟღერადობა აქვს. ყოველთვის ვგრძნობდით კავშირს საინიციატივო ჯგუფთან, რომელმაც 1963 წლის შემოდგომაზე დააარსა კომპანია - Bruce McLaren Motor Racing Ltd. ისევე, როგორც მაშინ ბრიუსი და მისი ყველაზე ახლო მეგობარი, ჩვენც დარწმუნებულები ვართ, რომ რისკი გამარჯვებამდე მიგვიყვანს - ასეთია ამ ორგანიზაციის ფილოსოფია.

რა თქმა უნდა, 2013 წელს ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ბატონთან, პერესთან და ამ ფანტასტიკურად ლამაზ მანქანასთან ერთად, ჩვენ კარგად ვართ მომზადებული კარსმომდგარი სეზონისთვის. ჯენსონი ახლა საუკეთესო ფორმაშია, ის - ყველაზე გამოცდილი პილოტია დღევანდელ ფორმულა 1-ში და შეუძლია ამ გამოცდილების ეფექტურად გამოყენება. ის გამოირჩევა რბოლის ხედვის უნიკალური ნიჭით და შესანიშნავი ტემპით. ის - ნამდვილი პროფესიონალია და ყველაფერს გააკეთებს, რათა ჩვენი გუნდი წინ წაიყვანოს მთელი სეზონის განმავლობაში.

სერხიო ჩვენს გუნდს შემოუერთდა სენსაციური 2012 წლის შემდეგ და მაშინვე დაამტკიცა თავისი გონიერება, მოკრძალებული ხასიათი და შრომისმოყვარეობა. მან იცის, როგორ აიცილოს თავიდან შეცდომები და რაც მთავარია, ძალიან სწრაფია. რა თქმა უნდა, მას კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი და დრო დასჭირდება ჩვენს გუნდში ადაპტირებისთვის, მაგრამ სერხიოს ესმის, რომ გუნდი მასზე არ მოახდენს ზედმეტ ზეწოლას.

წინ საინტერესო პერიოდი გველის. მინდა, რომ ჩვენს საიუბილეო 50-ე სეზონში კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ Vodafone McLaren Mercedes - საუკეთესო გუნდია მსოფლიოში
", - განაცხადა პრეზენტაციაზე მარტინ უიტმარშმა.

გადაწყდა: გერმანია ნიურბურგრინგზე
ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2013 წელს გერმანიის გრანპრი "ნიურბურგრინგის" ტრასაზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ამ რბოლის ჩატარების თარიღი 7 ივნისია.

"ძალიან ვაფასებ "ნიურბურგრინგსა" და მის ისტორიას. დღესაც კი ეს ტრეკი დიდ მოთხოვნებს უყენებს პილოტებსა და გუნდს. ყოველთვის ვუჭერდი მხარს "ნიურბურგრინგზე" ფორმულა 1-ის რბოლის გამართვას, რათა მხარი დამეჭირა ამ ისტორიული ავტოდრომისთვის", - განაცხადა ექლსტოუნმა.

მარუსიამ მეორე პილოტი იპოვა?
ბრაზილიური TotalRace ამტკიცებს, რომ 2013 წლისთვის რუსული "მარუსიას" მეორე პილოტი შეიძლება გახდეს ლუიშ რაზია. დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, GP2-ის სერიის 23 წლის ვიცე-ჩემპიონმა უკვე გააფორმა კონტრაქტი საჯინიბოსთან და იქ კიდევ ერთ დებიუტანტს, მაქს ჩილტონს შეუერთდება.

Sportall.Ge

რაზიამ ბოლო წლები GP2-ის სერიაში გაატარა და იქ Rapax-ის, Caterham-ისა და Arden-ის რიგებში გამოდიოდა. გასულ წელს მან ოთხ რბოლაში მიაღწია გამარჯვებას და კიდევ ხუთჯერ პოდიუმზე ავიდა, რამაც ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოუტანა.

გარდა ამისა, რაზიამ რამდენჯერმა მონაწილეობა მიიღო ფორმულა 1-ის ტესტებში - "მარუსიას", "ლოტუსისა" და "ტორო როსოს" ბოლიდების საჭე მოსინჯა, 2011 წელს კი "ლოტუსის" სარეზერვო პილოტის როლს ასრულებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფორმულა 1: მაინც ათი გუნდით?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული