ფორმულა 1: ახალი "რედ ბული" ახალი სახელით

AutoSharing Option
RB9 აგებულია შარშანდელი შასის ბაზაზე. ავსტრიული საჯინიბო უკვე რამდენიმე წელია მუშაობს აპრობირებული მეთოდით - ანვითარებს წინა წლის წარმატებულ მანქანას და აქცენტს აკეთებს კონკრეტულ აეროდინამიკულ გადაწყვეტილებებზე, რაც გუნდს არსებულ უპირატესობას უნარჩუნებს. ამ მეთოდის სასარგებლოდ ლაპარაკობს ზედიზედ სამჯერ მოგებული ტიტული.

შარშანდელთან შედარებით, ოდნავ შეიცვალა მანქანის შეფერილობა - უფრო მეტი იასამნისფერი გაჩნდა. სხვათა შორის, პრეზენტაციის დროს დარბაზში დეკორაციებიც ამ ფერში იყო გადაწყვეტილი.

საინტერესოა, რომ "რედ ბულის" ინჟინრებმა არ დამალეს "ცხვირზე" შარშანდელი საფეხური.

* * *

Sportall.Ge
ახალი სახელით" />
ერთი დღით ადრე, შვეიცარიის ქალაქ ჰინვილში განთავსებულ ბაზაზე ახალი მანქანის პრეზენტაცია მოაწყო შვეიცარიულმა საჯინიბო "ზაუბერმა". პირველად 2008 წლის შემდეგ, ახალი ბოლიდის წარდგენამ ტრასის მიღმა ჩაიარა.

2013 წლისთვის გუნდმა მთლიანად შეცვალა შემადგენლობა - "ფორს ინდიადან" გადაიბირეს გერმანელი ნიკო ჰიულკენბერგი, რომლის მეწყვილე იქნება დებიუტანტი მექსიკელი ესტებან გუტიერესი. გარდა ამისა, სარეზერვო პილოტის როლიც ახალ ავტომრბოლს ერგო - Formula Renault 3.5-ის მოქმედ ჩემპიონს რობინ ფრიაინსს.

პრეზენტაციას ესწრებოდა გუნდის ყოფილი ბოსი პეტერ ზაუბერი, მისასალმებელი სიტყვა კი საჯინიბოს ახალმა შეფმა მონიშა კალტენბორნმა თქვა: "ძალიან აღელვებული ვარ, რადგან ახალი მანქანის პრეზენტაცია - ყოველთვის განსაკუთრებული მომენტია. თითქმის ერთი წელი ვმუშაობდით ამ ბოლიდის შექმნაზე, დღეს კი ვხედავთ პირველ რეაქციას ჩვენი სამუშაოს შედეგზე.

ახალი სეზონისთვის კარგად მოვემზადეთ, დროულად დავასრულეთ მუშაობა მანქანაზე, გადავწყვიტეთ ყველა დასახული ამოცანა... ეს დამაჯერებლობას გვმატებს., მაგრამ ჩვენი სამუშაოს შეფასება მხოლოდ სეზონის პირველი გრანპრის დროს მოხდება
".

ამის შემდეგ, C32-ს დამცავი შალითა გადახსნეს. მანქანის ფერები შეიცვალა - ის რუხი გახდა თეთრ-წითელი ზოლებით დამშვენებული. უფრო კომპაქტურია გვერდითი პონტონები, შეიცვალა დაკიდების კონსტრუქცია, აგრეთვე უკანა აეროდინამიკული ელემენტები. ამ შემთხვევაში დაფარულია "ცხვირზე" არსებული საფეხური.

პროექტის მთავარი კონსტრუქტორი იყო მეტ მორისი, რომელსაც გუნდის ინჟინრები ეხმარებოდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ფერარიმ" ახალი ბოლიდი წარადგინა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული