ლუის ჰემილტონმა 23-მილიონიანი თვითმფრინავი Bომბარდიერ იყიდა

AutoSharing Option
გაირკვა, რომ 2013 წელს ტრასაზე ვერ ვნახავთ "კატერჰემის" რუს პილოტს ვიტალი პეტროვს. მის ადგილს გუნდში გიდო ვან დერ გარდე დაიკავებს. კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ "ფორს ინდიამ" დაადასტურა პოლ დი რესტას კონტრაქტი.

ასე რომ, მომავალი სეზონისთვის დარჩენილია მხოლოდ ორი ვაკანსია: ერთი "ფორს ინდიაში" და მეორე - "მარუსიაში". თუმცა ამ გუნდში თითქმის გადაწყვეტილია ლუის რაზიას მისვლა.

* * *
"მერსედესის" ახალმა პილოტმა, მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა საკუთარი სატრანსპორტო პარკი განაახლა. ბრიტანელმა 23 მილიონ ევროდ შეიძინა კერძო თვითმფრინავი, -
იტყობინება ბრიტანული პრესა.

ლუისის შენაძენი გახლავთ თვითმფრინავი Bომბარდიერ ჩL-600, რომელსაც შეუძლია საათში 800 კილომეტრი სიჩქარის განვითარება.

ჰემილტონმა უკვე შეასრულა პირველი ფრენა ახალი თვითმფრინავით - ის რამდენიმე დღის წინ შტუტგარტში გაემგზავრა და იქ "მერსედესის" ბაზას ეწვია. პილოტს იმედი აქვს, რომ თვითმფრინავის შეძენა დაეხმარება მის ურთიერთობას მომღერალ ნიკოლ შერცინგერთან, რადგან ახლა, ლუისისთვის უფრო იოლი იქნება ლოს ანჯელესში ჩასვლა, სადაც ნიკოლი ცხოვრობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფერნანდო ალონსო: ჩემი მთავარი კონკურენტი ჩემპიონობისათვის ბრძოლაში ლუის ჰემილტონია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული