ფორმულა 1-ის მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კიმი რაიკონენი ცოლს გაშორდა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ფინელი კიმი რაიკონენი მეუღლეს - ჯენი დალმანს დაშორდა, - იტყობინება ფინური გამოცემა 7 Paivaa.

ეს ინფორმაცია დაადასტურა რაიკონენის პირადმა დამხმარემ რიდუ კუვაიამ. "მათი გზები მართლაც გაიყო", - ამბობს ფინელი პილოტის წარმომადგენელი.

წყვილმა 12-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ შეწყვიტა ურთიერთობა. გამოცემის ინფორმაციით, ჯენიმ დატოვა მათი სახლი შვეიცარიაში, რომელიც 30 მილიონ ევროდ არის შეფასებული. განქორწინება, შესაძლოა, საკმაოდ ძვირი დაუჯდეს რაიკონენს, რომლის ქონება 120 მილიონ ევროდ არის შეფასებული. უნდა აღინიშნოს, რომ დალმანი ცნობილი ფინელი ფოტომოდელი და მის სკანდინავია 2001 გახლავთ.
ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება მათი დაშორების მიზეზი.

სახელოვანი სპორტსმენისა და ფოტომოდელის ქორწილი 2004 წლის ივლისში გაიმართა. ცერემონია ჰელსინკიდან 100 კილომეტრის მოშორებით, ძველ ტაძარში შედგა. ჯენი ყოველთვის მხარს უჭერდა მეუღლეს, იტანდა მის მიდრეკილებას ალკოჰოლის მიმართ და თან დაყვებოდა რბოლებზე, რის გამოც მოდელის კარიერის დასრულება მოუწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კიმი რაიკონენმა Castrol-ის რეიტინგში პირველ ათეულში შეაღწია!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული