ფორმულა 1: უფროსი ვილნევი სიკვდილის პირასაა

AutoSharing Option
ცუდი ამბავი შეემთხვა ჟაკ ვილნევ-უფროსს. ცნობილმა კანადელმა ავტომრბოლელმა სერიოზული ტრავმა მიიღო ვალკურში მოტოციგებით შეჯიბრის დროს. როგორც Radio-Canada იტყობინება, ავტომრბოლელი მძიმე მდგომარეობაში შერბუკის საავადმყოფოს რეანიმაციაში გადაიყვანეს.

ვილნევმა მრავალრიცხოვანი მოტეხილობა მიიღო. გარდა ამისა, ფილტვი გაუსკდა. ექიმებს უკვირთ, ასეთი ტრავმებით კანადელი პირდაპირ ტრასაზე რომ არ გარდაიცვალა.

59 წლის ვილნევის ციგა ტრასიდან გადავარდა რბოლის სხვა მონაწილესთან, ამერიკელ მაიკლ სუსისთან შეჯახების შემდეგ. დაზარალებული საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

ჟაკ ვილნევი ფორმულა 1-ში მსოფლიოს 1997 წლის ჩემპიონის - ჟაკ ვილნევის ბიძაა. ამ უკანასკნელს სახელი სწორედ ბიძის საპატივცემულოდ დაარქვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
ვილნევი საკუთარი გუნდით ბრუნდება?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული