ტესტები: დასკვნები ჯერ ადრეა

AutoSharing Option
ზამთრის ტესტების პირველი ნახევარი გავლილია - ბარსელონაში გუნდებმა გრაფიკით დადგენილი 12 დღიდან მეექვსე დღე გაიარეს. ბევრი პრობლემა მოგვარებულია და ახლა წინ არის მუშაობა სიჩქარეზე და ახალი მანქანების ეფექტურობაზე.

პირველ დღესთან შედარებით, ასფალტის მდგომარეობა გაუმჯობესდა - მზიან ამინდში ტრასის საფარი მალე გახურდა, რამაც მუშაობა უფრო იოლი გახადა. სამ გუნდში შეიცვალა პილოტი: ლუის ჰემილტონმა "მერსედესში" ნიკო როსბერგის ადგილი დაიკავა, ნიკო ჰიულკენბერგმა ესტებან გუტიერესი ("ზაუბერი") შეცვალა, ვალტერი ბოტასმა - პასტორ მალდონადო ("უილიამსი").

გუნდები მუშაობის სხვადასხვა სტადიაზე იმყოფებიან. ასე რომ, პროგრამები განსხვავებული იყო. მხოლოდ
ტესტების ბოლოს დღეებში, როცა პილოტები კონცენტრაციას მოახდენენ კვალიფიკაციისა და რბოლის იმიტაციაზე, შესაძლებელი იქნება შედეგების შედარება. 20 თებერვალს ზოგიერთი მუშაობდა წრეების გრძელ სერიებზე (ლუის ჰემილტონი), ზოგიერთიც მოკლე წრეებზე (სებასტიან ფეტელი). გარდა ამისა, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და "რედ ბული" ხშირად გადიოდნენ პიტსტოპის პროცედურას.

ბევრმა შეაგროვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებს საბურავების სხვადასხვა შემადგენლობა საწვავის სხვადასხვა რაოდენობაზე. უფრო რბილი საბურავები მხოლოდ რამდენიმე წრეს უძლებდა, შემდეგ კი კარგავდა ეფექტურობას.

ტესტები ორჯერ შეწყდა წითელი დროშებით. თავდაპირველად ტრასაზე გაჩერდა ფეტელის მანქანა, ბოლო წუთებზე კი წრე ვერ დაასრულა ჩილტონმა. ისევ პრობლემები ჰქონდა "ლოტუსს". ორი დღის წინ ამ გუნდმა ვერ შეძლო დაგეგმილი პროგრამის შესრულება ტელემეტრიის წყობიდან გამოსვლის გამო, 20 თებერვალს კი კიმი რაიკონენმა თითქმის მთელი დღე დაკარგა გადაცემათა კოლოფის გამოცვლის მიზეზით და მხოლოდ ბოლო ორი საათი იმუშავა.

სიას სათავეში ჩაუდგა სერხიო პერესი, რომელმაც საუკეთესო დრო დააფიქსირა მოკლე წრეების სერიის დროს. ყველაზე გრძელი დისტანცია ლუის ჰემილტონმა გაიარა - 121 წრე.

II დღე
1. პერესი (McLaren) 1:21.848 (97 წრე)
2. ფეტელი (Red Bull) +0.349 (84)
3. რაიკონენი (Lotus) +0.849 (43)
4. ჰემილტონი (Mercedes) +0.878 (121)
5. ალონსო (Ferrari) +1.399 (76)
6. ბოტალი (Williams) +1.713 (98)
7. რიკარდო (Toro Rosso) +1.870 (70)
8. დი რესტა (Force India) +2.123 (62)
9. ჰიულკენბერგი (Sauber) +2.357 (88)
10. ჩილტონი (Marussia) +3.267 (67)
11. პიკი (Caterham) +4.395 (102)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფორმულა 1: პირველი დღე როსბერგისაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული