რუბენს ბარიკელოს 11 წლის ვაჟი მამის კვალზე წავიდა

AutoSharing Option
ლეგენდარული ბრაზილიელი პილოტის, რუბენს ბარიკელოს ვაჟი პირველად გამოჩნდა ოფიციალურ ავტოშეჯიბრში, რომელიც ამ დღეებში ბრაზილიაში გაიმართა: 11 წლის ედუარდომ მონაწილეობა მიიღო კარტინგში სან პაულუს შტატის თასის გათამაშებაში. Mini Max Rotax-ის კატეგორიაში გამართულ ორ რბოლაში უმცროსმა ბარიკელომ მეშვიდე და მეათე ადგილები დაიკავა.

რბოლის წინ ედუარდომ აღიარა, რომ ძალიან მოხარულია დებიუტის გამო, მაგრამ სტარტის წინ ოდნავ ნერვიულობდა. თუმცა გამოცდილმა რუბენსმა, რომელსაც ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე მეტი რბოლა აქვს ჩატარებული, ვაჟს ურჩია, შედეგზე
არ ეფიქრა. "შენ, უბრალოდ, სიამოვნება უნდა მიიღო", - განაცხადა უფროსმა ბარიკელომ.

ვაჟმაც არ დააღალატა "ფერარის" ყოფილი პილოტი და ორივე რბოლა სერიოზული ინციდენტის გარეშე დაასრულა. "მე ვაკეთებდი იმას, რაც მან მითხრა. ვცდილობდი, მუდმივად ბრძოლაში ვყოფილიყავი", - თქვა ფინიშის შემდეგ ედუარდო ბარიკელომ.

"სასიამოვნო იყო იმის ხილვა, თუ როგორ იქცეოდა ის ტრასაზე, როგორ აძლევდა ინტერვიუს, როგორი ანთებული თვალები ჰქონდა, - ასეთი კომენტარი გაუკეთა ედუარდოს დებიუტს რუბენსმა. - მისგან, ალბათ, დიდი მოლოდინი იქნება, რადგან ის უფროსი ბარიკელოს ვაჟია, მაგრამ ამის გამო არ ვნერვიულობ. მთავარი ის არის, რომ ეს მისთვის განსაკუთრებული დღე იყო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რუბენს ბარიკელო ფორმულა 1-ზე ოცნებას არ ეშვება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული