ისევ წვიმა და პირველი რომენ გროსჟანი

AutoSharing Option
ბარსელონას დასკვნითი ტესტების მეორე დღეს ისევ უამინდობა იყო. პროგნოზის მიხედვით ეს არავის გაკვირვებია - პირველ ორ დღეს წვიმა იყო ნავარაუდები, შაბათ-კვირას კი დარი იქნება, ამიტომაც, გუნდებმა ისე დაგეგმეს ეს ოთხდღიანი ვარჯიში, რომ ყოველ პილოტს ერთი წვიმიანი და ერთი მზიანი დღე შეხვედროდა. გამონაკლისი გახდა "ლოტუსი" - კიმი რაიკონენმა გუნდს შეატყობინა, რომ მხოლოდ შაბათს ჩავა ბარსელონაში, რითაც თანაგუნდელი რომენ გროსჟანის უკაყოფილება გამოიწვია. ფრანგმა დაიწუწუნა, რომ მას ორი წვიმიანი დღე შეხვდა და ამან სრულფასოვანი ვარჯიშის საშუალება არ მისცა.

დღის პირველ ნახევარში ორჯერ ააფრიალეს
წითელი დროშები - თავიდან დანიელ რიკიარდომ გააჩერა მანქანა მეცხრე მოსახვევში, შემდეგ იგივე დაემართა გროსჟანს.

საღამოს მუშაობა ასევე ორჯერ შეჩერდა. 20 წუთით ადრე, გიდო ვან დერ გარდეს მანქანამ დაკარგა სიჩქარე და გაჩერდა მეოთხე და მეხუთე მოსახვევებს შორის, ორი წუთით ადრე კი მალდონადო გაჩერდა პიტ-ლეინის ბოლოში. მექანიკოსებმა სწრაფად დააბრუნეს მანქანა ბოქსებში, მაგრამ სესიის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა.

ოქმს სათავეში ჩაუდგა გროსჟანი, რომელმაც წრე წუთსა და 22.716 წამში გაიარა. ყველაზე გრძელი დისტანცია კი "მერსედესის" პილოტმა ნიკო როსბერგმა დაფარა - მან ჯამში 120 წრე გაიარა.

II დღე
1. გროსჟანი (Lotus) 1:22.716 (88 წრე)
2. ბატონი (McLaren) +0.465 (72)
3. მალდონადო (Williams) +0.912 (75)
4. ფეტელი (Red Bull) +1.027 (65)
5. ჰიულკენბერგი (Sauber) +1.028 (79)
6. სუტილი (ფორს ინდია) +1.499 (62)
7. რიკარდო (Toro Rosso) +2.767 (61)
8. ჩილტონი (Marussia) +2.882 (75)
9. ვან დერ გარდე (Caterham) +3.600 (48)
10. როსბერგი (Mercedes) +3.939 (120)
11. ალონსო (Ferrari) +5.162 (102)

* * *
ჯერ ვერ გაარკვია 2013 წლის სეზონისთვის შემადგენლობა რუსულმა საჯინიბო “მარუსიამ”. თითქოს, ამ გუნდის მეორე პილოტი ბრაზილიელი ლუიზ რაზია უნდა ყოფილიყო, რომელმაც გააფორმა კიდეც კონტრაქტი რუსულ მხარესთან. მაგრამ, როგორც გაირკვა, ბრაზილიელი პილოტის სპონსორებმა არ შეასრულეს ფინანსური მოვალეობები და რაზიას დღემდე არ დაუწყია ვარჯიში ახალ გუნდში.

ამიტომაც, “მარუსიას” ხელმძღვანელობამ ალტერნატიული ვარიანტი იპოვნა – ის მოლაპარაკებებს აწარმოებს “კატერჰემის” ექს-პილოტთან, გამოცდილ ფინელ ჰეიკი კოვალაინენთან. სავარაუდოდ, სწორედ კოვალაინენი შეცვლის რაზიას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბოლო ვარჯიში დაიწყო: ტესტების პირველი დღე უებერმა მოიგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული