დღის პირველ ნახევარში ორჯერ ააფრიალეს
საღამოს მუშაობა ასევე ორჯერ შეჩერდა. 20 წუთით ადრე, გიდო ვან დერ გარდეს მანქანამ დაკარგა სიჩქარე და გაჩერდა მეოთხე და მეხუთე მოსახვევებს შორის, ორი წუთით ადრე კი მალდონადო გაჩერდა პიტ-ლეინის ბოლოში. მექანიკოსებმა სწრაფად დააბრუნეს მანქანა ბოქსებში, მაგრამ სესიის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა.
ოქმს სათავეში ჩაუდგა გროსჟანი, რომელმაც წრე წუთსა და 22.716 წამში გაიარა. ყველაზე გრძელი დისტანცია კი "მერსედესის" პილოტმა ნიკო როსბერგმა დაფარა - მან ჯამში 120 წრე გაიარა.
II დღე
1. გროსჟანი (Lotus) 1:22.716 (88 წრე)
2. ბატონი (McLaren) +0.465 (72)
3. მალდონადო (Williams) +0.912 (75)
4. ფეტელი (Red Bull) +1.027 (65)
5. ჰიულკენბერგი (Sauber) +1.028 (79)
6. სუტილი (ფორს ინდია) +1.499 (62)
7. რიკარდო (Toro Rosso) +2.767 (61)
8. ჩილტონი (Marussia) +2.882 (75)
9. ვან დერ გარდე (Caterham) +3.600 (48)
10. როსბერგი (Mercedes) +3.939 (120)
11. ალონსო (Ferrari) +5.162 (102)
* * *
ჯერ ვერ გაარკვია 2013 წლის სეზონისთვის შემადგენლობა რუსულმა საჯინიბო “მარუსიამ”. თითქოს, ამ გუნდის მეორე პილოტი ბრაზილიელი ლუიზ რაზია უნდა ყოფილიყო, რომელმაც გააფორმა კიდეც კონტრაქტი რუსულ მხარესთან. მაგრამ, როგორც გაირკვა, ბრაზილიელი პილოტის სპონსორებმა არ შეასრულეს ფინანსური მოვალეობები და რაზიას დღემდე არ დაუწყია ვარჯიში ახალ გუნდში.
ამიტომაც, “მარუსიას” ხელმძღვანელობამ ალტერნატიული ვარიანტი იპოვნა – ის მოლაპარაკებებს აწარმოებს “კატერჰემის” ექს-პილოტთან, გამოცდილ ფინელ ჰეიკი კოვალაინენთან. სავარაუდოდ, სწორედ კოვალაინენი შეცვლის რაზიას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბოლო ვარჯიში დაიწყო: ტესტების პირველი დღე უებერმა მოიგო