ფორმულა 1: ესეც ოფიციალური სია

AutoSharing Option
2013 წლის სეზონის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა ჩემპიონატის მონაწილეთა სიის საბოლოო ვერსია.

პირველი ვერსიისგან განსხვავებით, რომელიც პირველ დეკემბერს გამოქვეყნდა, ახალ ოქმს დაემატა იმ პილოტების გვარები, რომლებთანაც მაშინ კონტრაქტები არ იყო გაფორმებული.

ახალი ჩემპიონატის მონაწილეთა სია ასე გამოიყურება:
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია) რედ ბული რენო
2. მარკ უებერი (ავსტრალია) რედ ბული რენო
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი) ფერარი ფერარი
4. ფელიპე მასა (ბრაზილია) ფერარი ფერარი
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი) მაკლარენი მერსედესი
6. სერხიო პერეს მენდოსა (მექსიკა) მაკლარენი მერსედესი
7. კიმი რაიკონენი (ფინეთი) ლოტუსი რენო
8. რომენ გროსჟანი (საფრანგეთი) ლოტუსი რენო
9. ნიკო როსბერგი (გერმანია) მერსედესი მერსედესი
10. ლუის ჰემილტონი (ბრიტანეთი) მერსედესი მერსედესი
11. ნიკო ჰიულკენბერგი (გერმანია) ზაუბერი ფერარი
12. ესტებან გუტიერესი (მექსიკა) ზაუბერი ფერარი
14. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი) ფორს ინდია მერსედესი
15. ადრიან სუტილი (გერმანია) ფორს ინდია მერსედესი
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა) უილიამსი რენო
17. ვალტერი ბოტასი (ფინეთი) უილიამსი რენო
18. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი) ტორო როსო ფერარი
19. დანიელ რიკარდო (ავსტრალია) ტორო როსო ფერარი
20. შარლ პიკი (საფრანგეთი) კატერჰემი რენო
21. გიდო ვან დერ გარდე (ჰოლანდია) კატერჰემი რენო
22. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი) მარუსია კოსუორტი
23. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი) მარუსია კოსუორტი


ულიცენზიო პრეზიდენტი
კარლოს გრასია ესპანეთის ავტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი და ფორმულა 1-ში მეტად გავლენიანი პიროვნებაა. ის მართის მოწმობის გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც გასული წლის 20 ოქტომბერს, ქალაქ სარაგოსაში ადრე დილით პოლიციელმა პრეზიდენტის ორგანიზმში ალკოჰოლის ზედმეტი დოზა დააფიქსირა. ამ ამბის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

სასამართლო არ მოერიდა ჩინოვნიკის მაღალ პოსტს და გრასიას 2012 წელს ლიცენზია ჩამოართვეს. მას 2013 წლის ივნისამდე არ შეუძლია მანქანის მართვა და ახლა, მძღოლის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის დახმარებით სარგებლობს.

გრასიამ 1984 წელს ჩაიბარა ესპანეთის ავტოსპორტის ფედერაციის პოსტი და მას შემდეგ, მუდმივად იმარჯვებს არჩევნებში.

ნიუ ჯერსი: არც 2014-ში?
ფორმულა 1-ის გენერალურმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა ჯერაც ვერ მიიღო გარანტიები ნიუ ჯერსის გრანპრის ორგანიზატორებისგან. როგორც იცით, ეს რბოლა წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ეტაპის დებიუტი მინიმუმ მომავალ წლამდე გადაიდო.

ტრასაზე კვლავაც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და დასრულების თარიღის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. ამიტომაც გამოითქვა ეჭვი, რომ ნიუ ჯერსიში რბოლა, შესაძლოა, 2014 წელსაც არ გაიმართოს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
22 რბოლა რეალურია?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული