ასაკი
ყველაზე ასაკოვანი პილოტი: მარკ უებერი (36 წელი)
ყველაზე ახალგაზრდა პილოტი: ესტებან გუტიერესი (21 წელი)
პილოტების საშუალო ასაკი: 26.6 წელი
30 წელს გადაცილებული პილოტები: 6
30 წლამდე პილოტები: 16
თანაგუნდელების მაქსიმალური ასაკი: 62 წელი (ფერნანდო ალონსო და ფელიპე მასა, ფერარი)
თანაგუნდელების მინიმალური ასაკი: 44 წელი (მაქს ჩილტონი და ჟიულ ბიანკი, მარუსია)
ყველაზე
დებიუტანტების რიცხვი: 5 (ვალტერი ბოტასი, ესტებან გუტიერესი, გიდო ვან დერ გარდე, ჟიულ ბიანკი, მაქს ჩილტონი)
მსოფლიოს ჩემპიონების რიცხვი: 5 (სებასტიან ფეტელი, ფერნანდო ალონსო, ჯენსონ ბატონი, კიმი რაიკონენი, ლუის ჰემილტონი)
ეტაპებზე გამარჯვებულების რიცხვი: 9
ქვეყნები
ქვეყნების რიცხვი: 10 (ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრალია, მექსიკა, ფინეთი, ბრაზილია, ესპანეთი, ჰოლანდია, ვენესუელა)
პილოტებისთვის საშინაო ეტაპების რიცხვი: 5 (ესპანეთი, ბრაზილია, გერმანია, ბრიტანეთი, ავსტრალია)
ერთი ქვეყნის ყველაზე მეტი წარმომადგენელი: 4 (გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი)
ევროპელი პილოტების რიცხვი: 16
სამხრეთამერიკელი პილოტების რიცხვი: 2 (ბრაზილია და ვენესუელა)
ჩრდილოამერიკელი პილოტების რიცხვი: 2 (მექსიკა)
ავსტრალიელი პილოტების რიცხვი: 2
საუკეთესო მიღწევები
ყველაზე მეტი ტიტული: 3 (სებასტიან ფეტელი)
ყველაზე მეტი მოგება რბოლებში: 30 (ფერნანდო ალონსო)
ყველაზე მეტი პოული: 36 (სებასტიან ფეტელი)
ყველაზე მეტი პოდიუმი: 86 (ფერნანდო ალონსო)
ყველაზე მეტი სწრაფი წრე: 37 (კიმი რაიკონენი)
ყველაზე მეტი სეზონი ერთ გუნდში: ფელიპე მასა (მე-8 სეზონი ფერარიში)
სეზონი ალბერტ-პარკზე გაიხსნება
ავსტრალიის გრანპრის ისტორია 1928 წლიდან იღებს სათავეს, მაგრამ ეს რბოლა მხოლოდ 1985 წლის სეზონიდან ჩართეს ფორმულა 1-ის კალენდარში. 1985-95 წლებში ეტაპი ადელაიდაში იმართებოდა.
"ალბერტ-პარკმა" ფორმულა 1-ის მასპინძლობა 1996 წლიდან დაიწყო. ტრასა მელბურნში მდებარეობს და პილოტები ხელოვნული ტბის გარშემო მოძრაობენ. ეს არის ქუჩის ტრასა, მაგრამ თავისი კონფიგურაციით ძალიან ჰგავს კლასიკურ ავტოდრომებს.
ტრასის პარამეტრები:
წრეების რაოდენობა: 58
წრის სიგრძე: 5303 მეტრი
ტრასის დისტანცია: 307.574 კმ
მაქსიმალური სიჩქარე: 303 კმ/სთ
საშუალო სიჩქარე: 225 კმ/სთ
საშუალო სიჩქარე მოსახვევში: 156 კმ/სთ
"ალბერტ-პარკის" ტრასა ერთ-ერთი ყველაზე გრძელია კალენდარში. აქ ბევრია სწორი მონაკვეთები, დამუხრუჭება, უსწორმასწორო ადგილები, რის გამოც მნიშვნელოვანია მუხრუჭების ეფექტურობა და სტაბილურობა.
ტრასა ასევე ძალიან მომთხოვნია ძრავების მიმართ. სტარტის შემდეგ მოდის მოკლე სწორი მონაკვეთი ("ალბერტ-პარკზე" არ არის გრძელი სწორი მონაკვეთები), რომლის ბოლოს საჭიროა სიჩქარის მკვეთრად დაგდება პირველ მოსახვევაში სწორად შესასვლელად.
ტრასაზე ერთმანეთს ენაცვლებიან ნელი და საშუალო სიჩქარის მოსახვევები. ამის გამო მნიშვნელოვანია ძრავის გაგრილების სისტემის ეფექტური მუშაობა, რადგან ნაკლებია ჰაერის ნაკადი დაბალი სიჩქარეების გამო.
რაც შეეხება საბურავებს, ჩვეულებრივ, მათი ცვეთა ავსტრალიაში საკმაოდ მაღალია. სეზონის პირველ რბოლაში "პირელი" პილოტებს ორი ტიპის საბურავს შესთავაზებს – Meduim-სა და SuperSoft-ს.
მეტეოროლოგების პროგნოზების მიხედვით, მაღალია კვირას წვიმის ალბათობა.
და მცირე ისტორია: ამ ტრეკზე ოთხჯერ აქვს მოგებული მიხაელ შუმახერს (2000, 2001, 2002, 2004). მოქმედი პილოტებიდან პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ასულან ფერნანდო ალონსო (2006), კიმი რაიკონენი (2007), ლუის ჰემილტონი (2008), ჯენსონ ბატონი (2009, 2010, 2012) და სებასტიან ფეტელი (2011).
ალბერტ პარკის სტატისტიკა
წელი გამარჯვებული პოული საუკეთესო წრე
2012 ბატონი (მაკლარენი) ჰემილტონი ბატონი
2011 ფეტელი (რედ ბული) ფეტელი მასა
2010 ბატონი (მაკლარენი) ფეტელი უებერი
2009 ბატონი (ბრაუნი) ბატონი როსბერგი
2008 ჰემილტონი (მაკლარენი) ჰემილტონი კოვალაინენი
2007 რაიკონენი (ფერარი) რაიკონენი რაიკონენი
2006 ალონსო (ფერარი) ბატონი რაიკონენი
2005 ფიზიკელა (რენო) ფიზიკელა ალონსო
2004 შუმახერი (ფერარი) შუმახერი შუმახერი
2003 კულტჰარდი (მაკლარენი) შუმახერი რაიკონენი
2002 შუმახერი (ფერარი) ბარიკელო რაიკონენი
2001 შუმახერი (ფერარი) შუმახერი შუმახერი
2000 შუმახერი (ფერარი) ჰაკინენი ბარიკელო
1999 ირვაინი (ფერარი) ჰაკინენი შუმახერი
1998 ჰაკინენი (მაკლარენი) ჰაკინენი ჰაკინენი
1997 კულტჰარდი (მაკლარენი) ვილნევი ფრენცენი
1996 ჰილი (უილიამსი) ვილნევი ვილნევი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფორმულა 1: ესეც ოფიციალური სია