ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი გამარჯვებული კიმი რაიკონენია

AutoSharing Option
მელბურნის გრანპრით დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი ფორმულა 1-ში. ყველასთვის მოულოდნელად ავსტრაალიის ღია პირველობა მოიგო გამოცდილმა ფინელმა კიმი რაიკონენმა "ლოტუსით".

58 წრე ყველაზე სწრაფად მან გაიარა, ფინელ "აისმენს" (ყინულოვანი ადამიანი) 12,4 წამით ჩამორჩა ესპანელი ფერნანდო ალონსო (ფერარი), მსოფლიოს ჩემპიონი სებასტიან ფეტელი (რედ ბული) კი გამარჯვებულთან 22,3-წამიანი ჩამორჩენით პოდიუმის მესამე ადგილზეა.

"მიხარია გუნდის ამ წარმატების გამო და რა თქმა უნდა, ჩემი გამარჯვების გამო. გუნდმა რბოლის იდეალური სტრატეგია გამომითვალა. მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემი კარიერის ერთ–ერთი ყველაზე იოლი გამარჯვება იყო", - განაცხადა 33 წლის
რაიკონენმა.

რაიკონენმა რბოლის მოგებისთვის 25 ქულა მიიღო, ალონსომ - 18, ხოლო ფეტელმა - 15.

შემდეგ მოდიან: 4. ფელიპე მასა (ფერარი)- 12; 5. ლუის ჰემილტონი (მერსედესი)- 10; 6. მარკ უებერი (რედ ბული) - 8; 7. ადრიან ზუტილი (ფორს ინდია) - 6; 8. პოლ დი რესტა (ფორს ინდია) - 4; 9. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი)- 2; 10. რომენ გროსჟანი (ლოტუსი)- 1.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ლუის ჰემილტონმა სეზონი ავარიით დაიწყო




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული