ამერიკელი ქალი პილოტის,
დანიკა პატრიკის "ნასკარის" სერიაში წარმატებული გამოსვლის შემდეგ გაჩნდა ჭორები ამ ავტომრბოლელის ფორმულა 1-ში გასვლის შესახებ. ამას წინათ "დიდი ცირკის" მთავარმა პრომოუტერმა
ბერნი ექლსტოუნმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ძალიან სურს დანიკას ფორმულა 1-ის ბოლიდის საჭეთან ხილვა. პატრიკმა აღიარა, რომ ესიამოვნა ბრიტანელი ჩინოვნიკის სიტყვები, მაგრამ ევროპაში გადასვლას არ აპირებს.
"ბერნის კომენტარს გავეცანი, - განაცხადა ESPN-თან ინტერვიუში დანიკა პატრიკმა.
- მომეჩვენა, რომ ის აღიარებს ჩემს ოსტატობას.
მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ვერ ვხედავ ტესტების გავლის აზრს, მათ შორის, ფორმულა 1-ში, თუ შენ არ აპირებ ამ საქმით პროფესიულ დონეზე დაინტერესებას. ამისთვის ხომ სერიოზული მუშაობა და ახალ მანქანასთან ადაპტირებაა საჭირო?!"ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"ასევე იხილეთ:დანიკა ბერნის მუზაა