სებასტიან ფეტელმა ახალი კონტრაქტი გააფორმა?

AutoSharing Option
ახალი სეზონის სტარტთან ერთად, ფორმულა 1-ში ბოლო დღეების აქტუალური თემაა სებასტიან ფეტელისა და "რედ ბულის" მომავალი ურთიერთობა. ყველას აინტერესებს, გააგრძელებს თუ არა გერმანელი პილოტი კიდევ ერთი წლით კონტრაქტს ავსტრიულ საჯინიბოსთან.

გასულ კვირას გაზეთი Kleine Zeitung წერდა იმის შესახებ, რომ ფეტელმა 2015 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა ხელშეკრულება "რედ ბულთან". იგივე ინფორმაცია დაადასტურა მეორე ავსტრიულმა გაზეთმა Salzburger Nachrichten-მა.
თავად ფეტელი დიდი ხანია აცხადებს, რომ "რედ ბულში" თავს ბედნიერად გრძნობს: "მე არასოდეს მილაპარაკია კონტრაქტების შესახებ. უბრალოდ, თავს კომფორტულად ვგრძნობ "რედ ბულის" ოჯახში და არ
ვფიქრობ სხვაგან წასვლაზე
".

* * *
ფორმულა 1-ის საჯინიბოს, "კატერჰემის" აღმასრულებელმა დირექტორმა რიად ასმატმა უარყო ინფორმაცია გუნდის "დიდი ცირკიდან" წასვლის შესახებ. მისი სიტყვებით, ბოლო დროს საჯინიბოში განხორციელებული ინვესტიციები ნათლად ამტკიცებს იმას, რომ "კატერჰემი" არ აპირებს ფორმულა 1-ის დატოვებას.

"ლაპარაკი იმის შესახებ, რომ "კატერჰემი" სულ მალე დატოვებს დიდ სპორტს, მას შემდეგ დაიწყო, რაც 2010 წელს ფორმულა 1-ში მოვედით, - ამბობს ასმატი. - ბოლო დროს განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ინვესტიციები გუნდის განვითარებისთვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "კატერჰემი" მომავალზე ფიქრობს. ასე რომ, "კატერჰემის" წასვლის შესახებ ატეხილი აჟიოტაჟი - მხოლოდ ჭორია და სინამდვილეს არ შეესაბამება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სებასტიან ფეტელი: ფავორიტი არ არსებობს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული