პირველი ნახევარი საათის განმავლობაში პილოტები საინსტალაციო წრეებს გადიოდნენ, რის შემდეგაც ბოქსებში ბრუნდებოდნენ. პირველი "ჩასათვლელი" შედეგი მაქს ჩილტონმა აჩვენა. თანდათან, ტრასაზე სხვა პილოტებიც გავიდნენ.
შარშანდელი პრაქტიკის საუკეთესო შედეგი ძალიან მალე გააუმჯობესეს - ეს სწორედ იმან გააკეთა, ვინც ერთი წლის მოიგო პირველი თავისუფალი პრაქტიკა - ლუის ჰემილტონმა. მალე "მერსედესის" პილოტის დროც აღარ იყო საუკეთესო. სესიის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე, წრე
გარკვეული პრობლემები შეექმნა ავსტრალიის გრანპრის ტრიუმფატორ კიმი რაიკონენს - თავიდან მის მანქანაზე დიდხანს ცვლიდნენ KERS-ის სისტემის ელემენტს, შემდეგ გადაცემათა გადამრთველთან დაკავშირებით წარმოიქმნა სირთულეები. ფინელს სიჩქარის დაგდება და ბოქსებში დაბრუნება მოუწია. თუმცა "ლოტუსის" მექანიკოსებმა მალე გამოასწორეს სიტუაცია და კიმიმ პირველი სესიისას მეორე დრო აჩვენა.
საერთოდ, ლიდერსა და მეათე ადგილზე გასულ რომენ გროსჟანს შორის სხვაობა წამზე ნაკლები იყო. საინტერესოა, რომ ამ ათეულში ვერ ვიხილეთ "მაკლარენის" ვერც ერთი პილოტი. როგორც ჩანს, ბრიტანულ საჯინიბოს მალაიზიის გრანპრიზეც ექნება სიჩქარესთან დაკავშირებული პრობლემები.
* * *
მეორე სესიაში გუნდებმა გააგრძელეს მუშაობა მახასიათებლებზე და შეადარეს საბურავების ორი შემადგენლობის ეფექტურობა ცხელ ასფალტზე. თუმცა სრულფასოვანი მუშაობა მხოლოდ ერთი საათი მოხერხდა, რადგან ავტოდრომის თავზე ცა შავმა ღრუბელმა დაფარა და მცირე წვიმაც წამოვიდა.
პილოტები ტრასაზე საშუალედო და წვიმის საბურავებით გამოვიდნენ, შემდეგ ასფალტი გაშრა და ისე "სლიკებზე" გადავიდნენ. პირველ სესიაში კიმი რაიკონენის მიერ ნაჩვენები დრო არ გაუმჯობესებულა - ფინელი პარასკევის პრაქტიკის აბსოლუტური გამარჯვებული გახდა.
"მაკლარენის" პილოტები ჯენსონ ბატონი და კიმი რაიკონენი ისევ ვერ მოხვდნენ ათეულში. მათ მე-11 და მე-12 ადგილები დაიკავეს.
დიდი ცვლილება მერსედესში
გერმანული საჯინიბო "მერსედესის" აღმასრულებელი დირექტორი ნიკ ფრაი მარტის ბოლოს დატოვებს თავის პოსტს და მის მოვალეობებს ჩაიბარებს Mercedes Motorsport-ის ხელმძღვანელი ტოტო ვოლფი. ამასთან, ფრაი მინიმუმ 2014 წლის ბოლომდე იქნება გუნდის კონსულტანტი კომერციულ საკითხებში.
"გუნდში 11 წელი მუშაობა, მისი პირველი გამარჯვების "ცოცხლად" ხილვა, შემდეგ საჩემპიონო ტიტულის მოპოვება - უდიდესი პრივილეგიაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია წარმატება კომერციულ ფრონტზე - ჩვენ შევძელით რამდენიმე უდიდესი კომპანიისგან მხარდაჭერის მიღწევა და მათთან მომავალი მუშაობის მყარი ფუნდამენტი შევქმენით", - ამბობს ფრაი.
ნიკ ფრაი ფორმულა 1-ში 11 წლის წინ მივიდა. იმ დროს ის ცნობილ საავტომობილო კომპანია Prodrive-ში მუშაობდა და მიიღო თანამდებობა ამ კომპანიის მფლობელობაში მყოფ საჯინიბოში (BAR). მას შემდეგ, ამ გუნდმა რამდენჯერმე შეიცვალა სახელი და საბოლოოდ, "მერსედესად" ჩამოყალიბდა.
ლუისმა ტიტული გამორიცხა
"მერსედესის" პილოტ ლუის ჰემილტონს მიაჩნია, რომ წელს ის ვერ შეძლებს ტიტულისთვის ბრძოლას, თუმცა არ გამორიცხავს ცალკეულ რბოლებში გამარჯვებას. ავსტრალიის გრანპრიზე ბრიტანელმა მე-5 ადგილი დაიკავა, სტარტი კი მესამე პოზიციიდან აიღო. ეს შედეგები დამაიმედებელია, მაგრამ "მერსედესის" პილოტის თქმით, ის ტიტულზე არ ფიქრობს.
"მერსედესში" უფრო მაღალ შედეგებს ელოდნენ, ვიდრე გასულ წელს, მაგრამ არ ფიქრობდნენ, რომ ასე სწრაფად გავხდებოდით წარმატებულები, - ამბობს ჰემილტონი BBC-თან კომენტარში. - ჩემი მიზანი - სტაბილურობის მიღწევაა, მაგრამ თუ სუფთა სიჩქარეზე ვილაპარაკებთ, არასაკმარისად სწრაფები ვართ იმისთვის, რომ ტიტულისთვის ვიბრძოლოთ.
მელბურნში ყველაზე კარგი შთაბეჭდილება "ფერარიმ" დატოვა, შემდეგ "ლოტუსმა" და ბოლოს "რედ ბულმა". ეს ჩემი პირველი შთაბეჭდილებებია, მაგრამ ყველას თავისი აზრი აქვს. "ლოტუსში" ბრწყინვალედ იმუშავეს, თუმცა ვფიქრობ, რომ "ფერარიც" ძალიან სწრაფია.
არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ შევძლებთ ბრძოლაში ჩართვას, თუმცა გამარჯვების მხრივ დარწმუნებული არ ვარ. გასულ კვირას, "მერსედესს" აშკარად არ ჰყოფნიდა სიჩქარე. მაგრამ ვფიქრობ, ერთი ტრიუმფი სეზონში მაინც შესაძლებელია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფორმულა 1-ში მალაიზიის ჯერია