"რედ ბულში" კონფლიქტი ამოწურულია

AutoSharing Option
"რედ ბულის" ხელმძღვანელი კრისტიან ჰორნერი დარწმუნებულია, რომ მარკ უებერი არ წავა გუნდიდან იმ სკანდალის მიუხედავად, რომელიც მალაიზიის გრანპრიზე მოხდა. შეგახსენებთ, რომ რბოლის შემდეგ უებერმა განაცხადა – ავსტრალიაში გავემგზავრები და იქ დავფიქრდები საკუთარ მომავალზეო.

"გუნდმა მკაფიო პოზიცია დაიკავა. მარკმა იცის, რომ ჩვენ არავის მანიპულირებას არ ვახდენდით, არ ყოფილა არანაირი შეთქმულება. ამიტომაც რა საჭიროა მომავალზე ფიქრი? ეს ყველაფერი წმინდა წყლის ემოციაა. რბოლის შემდეგ შიდა ბრიფინგი ჩავატარეთ და მე კიდევ ერთხელ
დაველაპარაკე ორივე პილოტს. სებასტიანმა ბოდიში მოიხადა მარკისა და გუნდის წინაშე. ყველაფერი წესრიგშია და ახლა ჩვენ მთლიანად მომდევნო რბოლაზე ვართ კონცენტრირებულნ
ი", - განაცხადა ჰორნერმა.

კომენტარი გაუკეთა შექმნილ სიტუაციას "რედ ბულის" სპორტულმა კონსულტანტმა ჰელმუტ მარკომ. სხვათა შორის, ის ყოველთვის მხარს უჭერდა ახალგაზრდა გერმანელს რთულ სიტუაციებში. მარკომაც დაადასტურა, რომ ინციდენტი ამოწურულია.

"პრესკონფერენციაზე სებასტიანმა ბოდიში მოიხადა – მე ეს პირველ სწორ ნაბიჯად მიმაჩნია. ფინიშის შემდეგ ტრადიციული ბრიფინგი ჩავატარეთ, სადაც პილოტებმა ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს. ასე რომ, ინციდენტი ამოწურულია. ახლა საჭიროა, კონსტრუქციულად გავაგრძელოთ მუშაობა.

როცა ლაპარაკია გუნდის ინტერესებზე, უნდა არსებობდეს გარკვეული საზღვრები, პილოტი კი ვალდებულია დაემორჩილოს გუნდის ბრძანებას. ჩვენ არ ვითხოვთ ფეტელისგან ქცევის კარდინალურ ცვლილებას, მაგრამ მსგავსი სიტუაციის განმეორების შემთხვევაში, მან უფრო გონივრულად უნდა იმოქმედოს. სებასტიანი განადგურებულია. ის არ ელოდა საკუთარი თავისგან მსგავს სიტუაციაში ასეთ აგრესიულ მოქმედებას. არ მგონია, რომ მან იგივე გაიმეოროს
", - ასეთი კომენტარი გაუკეთა ინციდენტს მარკომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფეტელის დისკვალიფიკაცია თუ უებერის ნაადრევად წასვლა?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული