მარკ უებერიც ასე მოიქცეოდა

AutoSharing Option
მალაიზიის გრანპრიდან ერთი თვის თავზე "რედ ბულის" ბოსმა კრისტიან ჰორნერმა სებასტიან ფეტელის მხარე დაიჭირა იმ კონფლიქტში, რომელიც ავსტრიული საჯინიბოს პილოტებს შორის წარმოიშვა. შეგახსენებთ, რომ გერმანელმა პილოტმა ყური არ უგდო გუნდის ბრძანებას და ბოლო წრეებზე გაუსწრო თანაგუნდელ მარკ უებერს, რითაც პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

"ფეტელის ადგილას ალონსო ან ჰემილტონი რომ ყოფილიყვნენ, ისინიც ასე მოიქცეოდნენ, - ამბობს ჰორნერი. - ვფიქრობ, იგივეს გააკეთებდა მარკ უებერიც. მოდით, საკუთარ თავს ნუ მოვატყუებთ - ასეთი საქციელი არა მხოლოდ ფეტელს, არამედ ნებისმიერ პილოტს აქვს სისხლში გამჯდარი".

* * *
ახალ სეზონში გამართული ორი გრანპრის შემდეგ ბუკმეკერებმა გარკვეული კორექტივები შეიტანეს ჩემპიონობისთვის ბრძოლის კოეფიციენტებში.

გათვალისწინებულია "ფერარისა" და "მერსედესის" პროგრესი, კიმი რაიკონენის გამარჯვება ავსტრალიის გრანპრიზე და "მაკლარენის" წარუმატებელი დასაწყისი. თუმცა, ამ კორექტივების მიუხედავად, ფავორიტი უცვლელი დარჩა - საბესტიან ფეტელი, რომელიც გენერალური კლასიფიკაციის ლიდერია.

სებასტიან ფეტელი 1.91
ფერნანდო ალონსო 4.33
კიმი რაიკონენი 7.00
ლუის ჰემილტონი 13.00
მარკ უებერი 21.00
ჯენსონ ბატონი 29.00
ფელიპე მასა 41.00
ნიკო როსბერგი 51.00
რომენ გროსჟანი 101.00
სერხიო პერესი 101.00
ვალტერი ბოტასი 1001.0
პასტორ მალდონადო 1001.0
პოლ დი რესტა 1001.0
ადრიან სუტილი 1001.0
ნიკო ჰიულკენბერგი 1001.0
ესტებან გუტიერესი 1501.0
ჟან-ერიკ ვერნი 2501.0
დანიელ რიკარდო 2501.0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"რედ ბულში" კონფლიქტი ამოწურულია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული