თანაც, როგორც ირკვევა, ამ ერთი რბოლის განმავლობაში წინა მიღწევის გაუმჯობესება ზედიზედ ხუთჯერ მომხდარა.
მალაიზიაში "ხარების" ტექნიკურმა პერსონალმა მარკ უებერის ბოლიდისთვის საბურავების გამოცვლა და საწვავის მარაგის შევსება 2,05 წამში შეძლო.
წინა რეკორდი "მაკლარენის" გუნდს ეკუთვნოდა, რომლის მექანიკოსებმა შარშან ზაფხულში გერმანიის გრანპრის დროს ჯენსონ ბატონის ბოლიდის მომსახურებას 2,31 წამი მოანდომეს.
როგორც "რედ ბულ რასინგის" პრესსამსახური იუწყება, მონაცემები უშუალოდ გუნდისაა და არა ტრანსლაციის დროს სატელევიზიო ბრიგადის მიერ წარმოდგენილი,
ასევე იხილეთ:
მარკ უებერიც ასე მოიქცეოდა
სებასტიან ფეტელი: ბოდიში, რომ გავიმარჯვე!