ფორმულა 1: ბაჰრეინი აუცილებლად იქნება

AutoSharing Option
ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ ბაჰრეინში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები, მათ შორის, ფორმულა 1-ის ეტაპის გაუქმების მოთხოვნით. გასულ წელს, რბოლის ჩატარების დროს, პოლიციას დიდი ძალებით მოუწია ავტოდრომის დაცვა, 2011 წელს კი რბოლა საერთოდ გაუქმდა. ბაჰრეინში ამჟამად მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას, ბერნი ექლსტოუნმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს მიზეზს, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს გრანპრი ჩატარებას.

"არანაირი ნეგატიური ინფორმაცია არ მიმიღია. გუშინ ველაპარაკე ადამიანს, რომელიც ბაჰრეინში ცხოვრობს. მან მითხრა, რომ სიტუაცია აბსოლუტურად ნორმალურია. მხარეებმა მოლაპარაკებები დაიწყეს და არ მგონია, რომ საპროტესტო დემონსტრაციები განახლდეს. გასულ
წელს, მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო. იმედია, დემონსტრანტები - ჭკვიანი ადამიანები არიან და მოლაპარაკებებს გააგრძელებენ"
, - ამბობს ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი.

კითხვაზე - არსებობს თუ არა ბაჰრეინის გრანპრის გაუქმების რისკი პროტესტისა და საერთაშორისო ზეწოლის გავლენით - ბერნიმ უპასუხა: "სრულიადაც არა. ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს".

ბაჰრეინის გრანპრის პერსპექტივებზე საუბრისას, ბერნი ექლსტოუნმა განაცხადა, რომ ამ რბოლას გარანტირებული ადგილი ექნება კალენდარში: "ამას აბსოლუტურად დაზუსტებით ვამბობ. ბაჰრეინში ყველაფერი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული. ისინი შესანიშნავად ატარებენ რბოლას, ეტაპს მხარდაჭერა აქვს მთავრობის მხრიდან. ასე რომ, არანაირი პრობლემა არ არსებობს".
შეგახსენებთ, რომ წელს, ბაჰრეინის გრანპრის 24 აპრილს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"რედ ბულის" მექანიკოსებმა პიტ-სტოპზე სისწრაფეში მსოფლიო რეკორდი დაამყარეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული