შანხაიში ფერნანდო ალონსოს ტრიუმფი შედგა

AutoSharing Option
ჩინეთის ქალაქ შანხაიში ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი გაიმართა.

ამ ეტაპზე გამარჯვება "ფერარის" ესპანელმა პილოტმა ფერნანდო ალონსომ მოიპოვა. მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი სებასტიან ფეტელი სამეულში საერთოდ ვერ მოხვდა: მეორე ადგილზე კიმი რაიკონენი (ლოტუსი) მივიდა ფინიშზე, მესამეზე - ლუის ჰემილტონი (მერსედესი).

ალონსომ რაიკონენს 10 წამით აჯობა.

საერთო ჩათვლაში ისევ ფეტელი ლიდერობს: 52 ქულა, რაიკონენი 49 ქულით მეორე ადგილზეა, ალონსო 43 ქულით მესამეა.

ასევე იხილეთ:
"დიდი ცირკი" შანხაიშია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული