"ლოტუსს" კიმი რაიკონენი არ ეთმობა

AutoSharing Option
"ლოტუსის" მფლობელმა ჟერარ ლოპესმა განაცხადა, რომ მალაიზიური გუნდის ხელმძღვანელობას კიმი რაიკონენთან ახალი კონტრაქტის გაფორმების იმედი აქვს. ამასწინ, ფინელმა განაცხადა, რომ "ლოტუსში" სავსებით კომფორტული პირობების მიუხედავად, მზად არის 2014 წლისთვის ნებისმიერი წინადადება განიხილოს.

რაიკონენის მოქმედი კონტრაქტი საჯინიბოსთან მხოლოდ ერთ წელზეა გათვილი და სრულდება 2013 წლის დეკემბერში. ამით, ფინელმა გაამძაფრა ჭორები იმის თაობაზე, რომ ის, შესაძლოა, "რედ ბულში" წავიდეს კარიერის გასაგრძელებლად, მით უმეტეს, რომ ავსტრიული საჯინიბოს მფლობელმა დიტრიხ მატეშიცმა რაიკონენი "წითელი ხარებისთვის" სასურველ პილოტად დაასახელა.

"ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ კიმის, -
აცხადებს ლოპესი. – ვფიქრობ, ისიც პატივისცემით არის განწყობილი გუნდის მიმართ. გვინდა ის "ლოტუსში" დარჩეს. დღეს, კიმი, ალბათ, სხვა გუნდისკენ არ იხედება.

რატომ წარმოიშვა ასეთი საუბრები ახალ სეზონში მხოლოდ სამი რბოლის ჩატარების შემდეგ? ალბათ, ვინც ამის შესახებ ლაპარაკობს, გარკვეული პრობლემა გააჩნია. მაგრამ "ლოტუსში" არანაირი პრობლემა არ არსებობს, ჩვენთან ყველაფერი კარგადაა
".

* * *

ამასობაში, გამოიკვეთა 2014 წელს "რედ ბულის" პილოტის მარკ უებერის კარიერის კონტურები. შეგახსენებთ, რომ თანაგუნდელ სებასტიან ფეტელთან კონფლიქტის გამო, ავსტრალიელის "რედ ბულიდან" წასვლა თითქმის გადაწყვეტილი ამბავია.

იტყობინებიან, რომ მარკი უკვე დაუკავშირდა "პორშეს" წარმომადგენლებს და მათთან ლე მანის 24-საათიან რბოლაში გამოსვლის შესაძლებლობა განიხილა. უფრო მეტიც, თითქოს მან წინასწარი ხუთწლიანი კონტრაქტის დეტალები განიხილა გერმანულ გუნდთან. ეს ხელშეკრულება WEC-ის სარბოლო სერიაში გამოსვლას ითვალისწინებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ამჯერად ზედმეტი სებასტიან ფეტელი აღმოჩნდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული