სებასტიან ფეტელის სახალისო ანკეტა

AutoSharing Option
გასულ წელს, ფორმულა 1-ის ოფიციალური ვებგვერდის ჟურნალისტებმა ყველა პილოტს დაუსვეს შეკითხვები რუბრიკაში - "პირადი ცხოვრება". ახალ სეზონში გაჩნდა ახალი რუბრიკა - "ფინიშის ხაზი", რომელშიც პილოტებს მეტად სახალისო ანკეტას ავსებინებენ. რუბრიკის პირველი სტუმარია მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი.

- სპორტსმენი, რომლითაც ყველაზე მეტად ხართ აღფრთოვანებული...
- მიხაელ შუმახერი, რადგან მას ძალიან კარგად ვიცნობ. შეიძლებოდა დამესახელებინა მაიკლ ჯორდანი, მაგრამ მას არასოდეს შევხვედრივარ, ამიტომაც ვამბობ იმას, ვისაც ვიცნობ.

- მსოფლიოში საუკეთესო მსახიობი...
- ჯონ ტრავოლტა.

- ყველაზე დასამახსოვრებელი გასწრება თქვენ კარიერაში...
- ასეთი
ბევრი იყო. ზოგი დიდი ხნის წინ, ზოგიც სულ ახლახანს...

- ჩემი ყველაზე საყვარელი სიმღერა...
- ხასიათზეა დამოკიდებული. მაგრამ თუ მაინც და მაინც ერთი უნდა ავირჩიო, მაშინ AC/DC-ის Back In Black.

- რა არის სეზონებს შორის ყველაზე უკეთესი?
- შინ ყოფნა.

- ჩემი ყველაზე უარესი ვარცხნილობა...
- მოკლედ შეჭრილი, როგორც 2007 წელს მქონდა!

- ბოლოს წყობიდან გამოვედი...
- ნებისმიერ წვრილმანზე გამოვდივარ წყობიდან, მაგრამ მალე ვმშვიდდები. კარგი ხასიათი მაქვს.

- ჩემი პირველი სახლის ცხოველი...
- ჩვენი ოჯახის ძაღლი - დალმატინელი სახელად ფლოიდი.

- ყველაზე ძვირფასი ნივთი, რომელიც გაგაჩნიათ...
- ჩემი მოგონებები.

- ყველაზე მხიარული ადამიანი, რომელსაც ვიცნობ...
- თუ იუმორის გრძნობაზე ვილაპარაკებთ, ეს არის ბერნი ექლსტოუნი.

- ჩემი საყვარელი სასმელი...
- “რედ ბული” და ვაშლის შპრიტცერი (უალკოჰოლო კოქტეილი ვაშლის წვენისგან და გაზიანი მინერალური წყლისგან).

- არასოდეს არ ჩავიცვამ ისეთ ტანსაცმელს...
- ასეთი რამ არ არსებობს.

- საუკეთესო თავის მართლება უფროსობასთან იმ დროს, როცა მანქანას ამტვრევთ...
- ყოველთვის სიმართლეს ვამბობ, თუნდაც ამან ცუდ მდგომარეობაში ჩამაყენოს.

- ბოლო ნივთი, რომელიც დაკარგეთ...
- მე ყოველთვის “თითქმის” ვკარგავ. ამასწინ, მეგონა, რომ საფულე დავკარგე, მაგრამ თურმე თან მქონდა. მანამდე გავიფიქრე, რომ პასპორტი დავკარგე, მაგრამ არა...

- ჩემი საუკეთესო დასასვენებელი ადგილი...
- სახლი.

- ჩემი საყვარელი დრო...
- დილა.

- ყველაზე უცნაური ჭორი, რაც საკუთარ თავზე წამიკითხავს...
- რომ მე შევიძინე მიწის ნაკვეთი ავსტრიის ალპებში ტყითა და მინდვრებით და რომ კონტრაქტი გავაფორმე “ფერარისთან”.

- საუკეთესო საჩუქარი, რომელიც გულშემატკივრისგან მიმიღია...
- ნახატი, რომელიც ავსტრალიის წლევანდელი გრანპრის წინ ერთმა გულშემატკივარმა მომართვა: მან ფეტელი და მანქანა დახატა.

- საუკეთესო საშუალება ნაბახუსევზე...
- წყალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ლოტუსს" კიმი რაიკონენი არ ეთმობა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული