ბაჰრეინის ეტაპი საფრთხეშია

AutoSharing Option
"მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპის წინ, რომელიც უახლოეს უქმეებზე ბაჰრეინში გაიმართება, ამ ქვეყნის ოპოზიციურმა ძალებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს", - იტყობინება სააგენტო "როიტერი". საბოლოოდ, დემონსტრაცია არეულობებსა და პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. დააკავეს 20 დემონსტრანტი. პოლიცია აქტიურ მოქმედებაზე მაშინ გადავიდა, როცა ოპოზიციონერებმა გზების გადაკვეთა დაიწყეს.

ამ აქციების კონკრეტული მიზანი სწორედ ფორმულა 1-ის ეტაპის ჩაშლაა.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს ბაჰრეინის გრანპრი გაუქმდა არეულობების გამო, რომლის შედეგადაც 35 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ შარშან, ქვეყანაში ასევე რთული სიტუაციის მიუხედავად, ეტაპი გაიმართა.

* * *
"პირელის" ხელმძღვანელობა ჯერჯერობით ვერ
ახერხებს ფორმულა 1-ის შეფობასთან მოლაპარაკებას კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე. შესაბამისად, ცნობილი არ არის - შეძლებს თუ არა იტალიური კომპანია, გააგრძელოს საბურავების მიწოდება ფორმულა 1-ის გუნდებისთვის.

მოლაპარაკების პროცესი მას შემდეგ გაიწელა, რაც ბევრმა გუნდმა გამოთქვა უკმაყოფილება საბურავების ხარისხისა და მათი სწრაფად ცვეთის გამო. "პირელის" მოქმედი კონტრაქტის ვადა ამ წლის ბოლოს იწურება და კომპანიას სურს, რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვიტოს მომავალი თანამშრომლობის გაგრძელების საკითხი.

მეორე მხრივ, ფორმულა 1 განიხილავს კორეულ კომპანია "ჰენკოკთან" თანამშრომლობის დაწყების შესაძლებლობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სებასტიან ფეტელის სახალისო ანკეტა
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოსაშორებელია ეს პირელი აბა რაარის , იმედია ფორმულა ერთი მიიღებს ისეთ საბურავს რასაც იმსახურებს
avtuko
20:16 19-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული