ბაჰრეინის გრანპრის წინ: ფორმულა 1 უდაბნოში ჩავიდა

AutoSharing Option
"საჰირის" ტრასა განლაგებულია ბაჰრეინის დედაქალაქ მანამადან სამხრეთით, 30 კილომეტრზე. ტრასის სქემა შემუშავებულია გერმანელი დიზაინერის ჰერმან ტილკეს მიერ. ავტოდრომის მშენებლობა ორ წელიწადში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ფორმულა 1-ის შეფმა ბერნი ექლსტოუნმა იკითხა - შესაძლებელია თუ არა მშენებლობის ვადების ექვსი თვით შემცირება, რაზეც სამშენებლო კომპანიამ განაცხადა, რომ ეს სავსებით რეალური მიზანი იყო.

პროექტის რეალიზაციაზე დაიხარჯა 150 მილიონი დოლარი, მშენებლობაში დაახლოებით 3 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

2010 წლამდე, ტრასის სიგრძე 5412 კილომეტრი იყო. ამ კონფიგურაციისას წრის რეკორდი ეკუთვნის მიხაელ შუმახერს ("ფერარი"): 2004 წელს, მან დისტანცია
წუთსა და 30.252 წამში დაფარა. სწორედ გერმანელი გახდა ამ ტრასაზე პირველი გამარჯვებული.

მოქმედ პილოტებს შორის "საჰირის" ავტოდრომზე გაუმარჯვიათ: სებასტიან ფეტელს ("რედ ბული") - 2012; ფერნანდო ალონსოს ("ფერარი") - 2010,2006, 2005; ჯენსონ ბატონს ("ბრაუნი") - 2009; ფელიპე მასას ("ფერარი") - 2008, 2007.

ტრასის პარამეტრები
წრეების რაოდენობა: 49
წრის სიგრძე: 6 299 მეტრი
რბოლის დისტანცია: 308,405 კმ
ტრიბუნების ტევადობა: 50 000
მოსახვევების რაოდენობა: 15 (6 მარცხენა, 9 მარჯვენა)
ტრასის რეკორდი: 1:30.252 (მ. შუმახერი, "ფერარი", 2004)

2010 წელს გამოიყენეს ტრასის ახალი კონფიგურაცია - მეოთხე და მეხუთე მოსახვევებს შორის მონაკვეთს დაუმატეს სექცია, რითაც ტრასის სიგრძე 887 მეტრით გაიზარდა, ასე რომ, პილოტები ახლა არა 57, არამედ 49 წრეს გადიან.

ტრასა მომთხოვნია გასწრების დინამიკაზე, მუხრუჭების ეფექტურობასა და მათ გაგრილებაზე.

ბაჰრეინში საჭიროა საშუალოზე მაღალი მოჭიდების ძალა, რადგან პილოტებს ტრასის 65 პროცენტზე აქსელერატორის სატერფულზე ბოლომდე აქვთ ფეხი მიჭერილი.

ტრასაზე ბევრი ქვიშის გამო, გუნდები დამატებით ფილტრებს აყენებენ, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ გაგრილების პრობლემები.

"საჰირზე" თითქმის არ არის სწრაფი მოსახვევები, მაგრამ სწორი მონაკვეთების ბოლოს შესაძლებელია გასწრება.

გრძელი სასტარტო სწრაფი მონაკვეთი და შედარებით ნელი შუა ნაწილი გუნდებს აიძულებს ტრადიციული კომპრომისი მონახონ მოჭიდების ძალასა და სისწრაფეს შორის.

ამჯერად, კომპანია "პირელი" გუნდებს "მედიუმსა" და ხისტ საბურავებს ("ჰარდი") შესთავაზებს.

ბაჰრეინში არ არის "დაკბილული" ასფალტი, ამიტომაც საბურავების ცვეთა საშუალო ხარისხისაა, თუმცა საბურავები სერიოზულად ზიანდება ტრასიდან გადასვლის გამო.

არ უნდა დავივიწყოთ ჰაერისა და გზის საფარის ტემპერატური.

საბურავების ცვეთა სტრატეგიის შემუშავებისას მთავარი ფაქტორია.

სხვა დეტალები
ტრასის არქიტექტურა მის რამდენიმე დამოუკიდებელ ტრეკად (ორიდან შვიდამდე) დაყოფის საშუალებას იძლევა, რითაც "საჰირზე" სხვადასხვა სახის შეჯიბრის ჩატარებაა შესაძლებელი.

შთამბეჭდავია კომპლექსის ინფრასტრუქტურა: 45 ათასი დასაჯდომი ადგილი, რომელთაგანაც 10 500 მთავარ ტრიბუნაზეა განთავსებული; რვასართულიანი კოშკი სახურავზე ტერასით, VIP-ადგილებით, რესტორნით და ადმინისტრაციული ოფისებით. ავტოდრომზეა 11 თანამედროვე ბოქსი და 18 სპეციალური შენობა სარბოლო გუნდებისთვის. რბოლის მმართვის ცენტრი ულტრათანამედროვეა. ის მოიცავს 41 კამერას, რომელიც შეჯიბრის ყოველ მომენტს აფიქსირებს. მედია-ცენტრი 500 ჟურნალისტს იტევს. მათ განკარგულებაშია 260 ტელევიზორი. ფოტოგრაფების ცენტრი 120 კაცზეა გათვლილი. კომპლექსს გააჩნია პარკინგი, რომელიც 13 ათას ავტომობილს იტევს.

უქმეების განრიგი

19 აპრილი, 11:00 – I პრაქტიკა
19 აპრილი, 15:00 – II პრაქტიკა
20 აპრილი, 12:00 – III პრაქტიკა
20 აპრილი, 15:00 - კვალიფიკაცია
21 აპრილი, 16:00 - რბოლა

საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ფეტელი 52
2. კიმი რაიკონენი 49
3. ფერნანდო ალონსო 43
4. ლუის ჰემილტონი 40
5. ფელიპე მასა 30
6. მარკ უებერი 26

ბაჰრეინის სტატისტიკა

წელი გამარჯვებული პოული საუკეთესო წრე
2012 ფეტელი (რედ ბული) ფეტელი ფეტელი
2010 ალონსო (ფერარი) ალონსო ფეტელი
2009 ბატონი (ბრაუნი) ტრული ტრული
2008 მასა (ფერარი) კუბიცა კოვალაინენი
2007 მასა (ფერარი) მასა მასა
2006 ალონსო (რენო) მ. შუმახერი როსბერგი
2005 ალონსო (რენო) ალონსო დე ლა როსა
2004 შუმახერი (ფერარი) შუმახერი შუმახერი

მასამ და კიმიმ მოგებით დაიწყეს
ბაჰრეინში ორი თავისუფალი პრაქტიკა გაიმართა. დილით, "საჰირის" ტრასაზე, ტრადიციულად, ბევრი ქვიშა იყო, მაგრამ სესიის მსვლელობისას ასფალტის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ორ გუნდში მოხდა ცვლილება. ჰეიკი კოვალაინენმა შეცვალა გიდო ვან დერ გარდე "კატერჰემის" საჭესთან (გუნდმა გამოცდილი ფინელი მიიწვია მანქანის ბალანსში გასარკვევად), ხოლო "მარუსიაში" დროებით ჟიულ ბიანკი ტესტ-პილოტმა როდოლფო გონსალესმა შეცვალა, რომელმაც მხოლოდ შვიდი წრე გაიარა - შემდეგ მწყობრიდან გამოვიდა გადაცემათა კოლოფი.

სანამ ტრასა მტვრიანი იყო, გუნდები ტექნიკურ სიახლეებთან მუშაობდნენ, შემდეგ გადაერთნენ სარბოლო მახასიათებლების ძიებაზე. სესია სერიოზული პრობლემების გარეშე წარიმათა. საუკეთესო დრო აჩვენა ფელიპე მასამ. ბრაზილიელთან წამზე ნაკლები სხვაობა ჰქონდა რვა პილოტს - ალონსოს, როსბერგს, ფეტელს, დი რესტას, ბატონს, უებერს, სუტილსა და რაიკონენს.

* * *
სესიებს შორის შესვენებისას, მცირე წვიმა წამოვიდა, მაგრამ ტრასა არ დასველებულა - ასფალტი იმდენად ცხელი იყო, რომ წვეთები მაშინვე შრებოდნენ.

მეორე ვარჯიშის დაწყებიდან 37 წუთის შემდეგ, მცირე კონტაქტი ჰქონდათ გუტიერესსა და პიკს. ესტებანმა ოდნავ დააგვიანა დამუხრუჭება მერვე მოსახვევში, შეეხო მეტოქის მანქანას და ბოქსებში გაემართა დაზიანებული საბურავის გამოსაცვლელად. გასულ გრანპრიზე ახალგაზრდა მექსიკელმა ასევე დააგვიანა დამუხრუჭება და ადრიან სუტილს დაეჯახა, რის გამოც, ბაჰრეინის გრანპრის სასტარტო ბილიკზე ხუთ ადგილს დაკარგავს.

სხვა მხრივ, სესიამ უპრობლემოდ ჩაიარა. პილოტებმა ისევ დაიჩივლეს საბურავის მაღალი ცვეთის გამო. ამჯერად, წრეზე საუკეთესო დრო დააფიქსირა კიმი რაიკონენმა.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბაჰრეინის ეტაპი საფრთხეშია
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგი სტატიაა,კარგი იქნება ყოველი რბოლის წინ მსგავსი სიახლის დადება.

დღეს სნუკერში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება და იქნებ ამ ამბავზეც დაწეროთ ხოლმე,კი ეწერა სტატია რამდენიმე დღის წინ მაგრამ ცოტა უფრო ფართოდ რომ გააშუქოთ
sheixi
09:37 20-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული