იმის გამო, რომ 2014 წელს ბაჰრეინში საიუბილეო მეათე რბოლა გაიმართება, ტრასის ხელმძღვანელობას ორიგინალური სანახაობის მოწყობა სურს. მართალია, ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ გრანპრის თავმჯდომარემ ზაიედ ალ-ზაიანიმ განაცხადა, რომ განიხილება შოუს რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის, ღამის რბოლის გამართვა.
ასევე, ბაჰრეინის ეტაპის ორგანიზატორები ითხოვენ, რომ 2014 წელს სეზონი სწორედ "საჰირზე"
ფეტელს სოჭი მოეწონა
ბაჰრეინის გრანპრის მოგების შემდეგ "რედ ბულის" პილოტი სებასტიან ფეტელი ქალაქ სოჭში მშენებარე ფორმულა 1-ის ტრასას ეწვია, რომელიც ოლიმპიურ პარკში მდებარეობს.
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გაეცნო მომავალი ტრასის ინფრასტრუქტურას და "რედ ბულის" ბოლიდით გაისეირნა ტრეკის იმ ნაწილზე, სადაც უკვე დაგებულია ასფალტი.
პრესკონფერენციაზე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა აღნიშნა, რომ ტრასის კონფიგურაცია კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, აქ ბევრია საინტერესო ვირაჟი და ადგილები გასწრებისთვის. თუმცა, სებასტიანის თქმით, ჯერ ისევ საჭიროა ფანტაზიის მოშველიება იმის წარმოსადგენად, როგორი იქნება ავტოდრომი 2014 წლის შემოდგომაზე, როცა რუსეთის პირველი გრანპრი გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ისე, როგორც 2012-ში - სებასტიან ფეტელი პირველია