ფორმულა 1: ბაჰრეინში ტერაქტი მზადდებოდა!

AutoSharing Option
ბაჰრეინის მთავრობა აცხადებს, რომ კვირას, ფორმულა 1-ის ეტაპის დროს, სავარაუდო ტერაქტების აღკვეთა მოახერხეს, - ამის შესახებ წერს სააგენტო AP.

აშშ-ის სპეცსამსახურებმა რეიდის დროს აღმოაჩინეს იარაღის საწყობი, სადაც დაახლოებით ათასი თვითნაკეთი ბომბი ინახებოდა. იტყობინებიან იმის შესახებ, რომ დაკავებულია ორი გოგონა, რომლებიც ტერაქტის მომზადებაში არიან ეჭვმიტანილნი.

რბოლის დაწყებიდან ცოტა ხნით ადრე, ბაჰრეინის პოლიციამ ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენა შიიტური ოპოზიციის წინააღმდეგ. მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლებისა და ტერაქტის საშიშროების მიუხედავად, მთავრობამ გადაწყვიტა არ გაეუქმებინა ბაჰრეინის გრანპრი.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს ფორმულა 1-ის ეს
ეტაპი გაუქმდა იმის გამო, რომ რბოლის წინ გამართული დემონსტრაციისას 35 ადამიანი დაიღუპა.

კუბიცა მერსედესში ვარჯიშობს?
საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა გერმანულმა გაზეთმა "ბილდმა". ირკვევა, რომ პოლონელი პილოტი რობერტ კუბიცა საიდუმლოდ გადის ტესტებს ფორმულა 1-ის გუნდის - "მერსედესის" სარბოლო სიმულატორზე. გამოცემის ინფორმაციით, კუბიცა უკვე რამდენიმე კვირაა ასეთ რეჟიმში მუშაობს. ამასთან, ფორმულა 1-ის ერთ-ერთი გუნდის წევრმა "რენოს" ყოფილი წევრი ლონდონის აეროპორტში შეამჩნია, საიდანაც პოლონელი ბრეკლიში გაემართა. სწორედ იქ მდებარეობს "მერსედესის" ბაზა.

"მერსედესმა" უარი თქვა ამ ინფორმაციის კომენტარზე.

შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი წელს სეზონს ჩაატარებს რალიში - მონაწილეობას მიიღებს WRC2-ის კლასში მსოფლიოს ჩემპიონატზე. მან ასევე ტესტები ჩაატარა DTM-ის სერიაში "მერსედესის" მანქანით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სებასტიან ფეტელი უკვე ფერნანდო ალონსოს დარია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული