ლუის ჰემილტონი ფორმულა 1-ის ყველაზე მდიდარი მოქმედი პილოტია

AutoSharing Option
"მერსედესის" პილოტი ლუის ჰემილტონი ყველაზე მდიდარი მოქმედი პილოტია ფორმულა 1-ში.

ასეთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ იმ კვლევისგან, რომელიც sunday time-ში გამოქვეყნდა.

ლუისის ქონება 60 მილიონ ფუნტად არის შეფასებული. ამავდროულად, იმ სიაში, რომელშიც მოქმედ პილოტებთან ერთად ყოფილი ავტომრბოლებიც შედიან, ჰემილტონმა მხოლოდ მესამე პოზიცია დაიკავა.

2011 წელს sunday time-მა ერთხელ უკვე გამოაქვეყნა მსგავსი სტატისტიკა. იქიდან მოყოლებული, პირველი ორი პოზიცია უცვლელი დარჩა.

ბრიტანეთში ფორმულა 1-ის ყველაზე მდიდარ პილოტად რჩება შოტლანდიელი არისტოკრატი ჯონი დამფრიზი.

1986 წელს ის არც ისე წარმატებით გამოდიოდა "ლოტუსში" იმ მანქანით, რომლითაც
აირტონ სენამ მეოთხე ადგილი დაიკავა. იმ სეზონში დამფრიზმა მხოლოდ სამი ქულა მოიპოვა. ისევე როგორც ორი წლის წინ, დამფრიზის ქონება 110 მილიონ ფუნტად არის შეფასებული.

მეორე ადგილი ეკუთვნის "ფერარის" ყოფილ პილოტს ედი ირვაინს, რომელმაც თავისი ქონება 80-დან 83 მილიონ ფუნტამდე გაზარდა.

ლუის ჰემილტონი 50 მილიონით მეხუთე ადგილს იკავებდა, 10 მილიონით გამდიდრდა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

მხოლოდ ორი მილიონით ჩამორჩება ლუისს მისი ყოფილი თანაგუნდელი "მაკლარენში" ჯენსონ ბატონი. მეხუთე ადგილზეა სამხრეთ აფრიკაში დაბადებული და ბრიტანეთში მცხოვრები ჯოდი შექტერი - მისი ქონება 57 მილიონ ფუნტს უდრის.

შემდეგ მოდიან: დევიდ კულტჰარდი (53 მილიონი), ნაიჯელ მენსელი (50 მილიონი), სერ ჯეკი სტიუარტი (42 მილიონი)...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული