ფერნანდო ალონსომ ფოტოგრაფს კამერა დაუმსხვრია

AutoSharing Option
"ფერარის" პილოტმა ფერნანდო ალონსომ ფოტოგრაფს 6 ათას ევროდ შეფასებული კამერა დაუმსხვრია.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ფოტოგრაფმა ესპანეთის გრანპრის წინ პილოტისა და მისი შეყვარებულის, რუსული წარმოშობის მოდელის დაფიქსირება სცადა.

ფოტოგრაფმა დაიჩივლა იმის გამო, რომ ესპანელი მას თავს დაესხა და კამერა მიწაზე დაანარცხა. დაზარალებულმა პოლიციაში უჩივლა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს და ისიც დაამატა, რომ არსებობენ ინციდენტის მოწმეები.

"ვნახოთ, ამ საჩივრის შემდეგ ექნება თუ არა მას პრესის მხრიდან კვლავ დიდი პატივისცემა. არის კი ის მაგალითი მილიონობით ბავშვისთვის? მან შესანიშნავად იცის, რომ არავის უცდია
მისი პროვოცირება"
, - განაცხადა ფოტოკორესპონდენტმა La Repubblica-სთვის მიცემულ კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფერნანდო ალონსო სახლში საუკეთესოა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული