ამ სეზონში მეორედ ეტაპი გერმანელმა ნიკო როსბერგმა (მერსედესი) მოიგო. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა და ფავორიტმა სებასტიან ფეტელმა ასპარეზობა 41-ე წრეზე დაასრულა.
პოდიუმზე ავიდნენ მარკ ვებერი (რედ ბული) და ფერნანდო ალონსო (ფერარი). ლუის ჰემილტონს (მერსედესი), რომელიც სტარტზე პირველი იყო, ტრასაზე ავარია შეემთხვა და მხოლოდ მე-4 ადგილზე შეძლო დისტინაციის დასრულება.
ფეტელი ლიდერად რჩება, თუმცა ახლა ალონსო მას მხოლოდ 11 ქულით ჩამორჩება.