კიმი რაიკონენი ბოიკოტს არ აპირებს

AutoSharing Option
თავისუფალი პრაქტიკის შემდეგ, "ლოტუსის" პილოტმა კიმი რაიკონენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის არ გამოუცხადებს ბოიკოტს გერმანიის გრანპრის იმ შემთხვევაში, თუ შაბათს, კვალიფიკაციის დროს საბურავებთან დაკავშირებული პრობლემები შეიქმნება...

"მე არ ვყოფილვარ პილოტთა შეკრებაზე, მაგრამ მოვისმინე მათი განცხადებები. დარწმუნებული ვარ, მსგავსი არაფერი მოხდება. ერთხელ უკვე ვმონაწილებოდი ბოიკოტში - 2005 წელს, მაგრამ მაშინ რამდენიმე პილოტი ტრასაზე გავიდა და რბოლაში მიიღო მონაწილეობა.

ასე რომ, კვირას ტრასაზე მიხილავთ, - ამბობს ფინელი. - საქმე მხოლოდ საბურავში არ არის, არამედ, ფაქტორების თანხვედრაში. არის რამდენიმე მიზეზი, რატომ მოხდა ეს
სილვერსტოუნში. აქამდე პრობლემები არ არსებობდა, ამიტომაც გამეორებას არ ველოდები. რბოლები ყოველთვის საშიშია, მუდმივად რაღაც ხდება, მაგრამ საბურავები იმის გამო "აფეთქდნენ", რომ გუნდები მას არასწორად იყენებდნენ"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კიმი რაიკონენი: წინასწარ არაფერს გპირდებით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული