"პირელიმ" პრაქტიკას გაუძლო

AutoSharing Option
ორი თავისუფალი პრაქტიკით დაიწყო ბრიტანეთის გრანპრი. დილით, გუნდებმა მშრალ ამინდში დაიწყეს მუშაობა და სრულად გამოსცადეს ტექნიკური სიახლეები და "პირელის" მოდერნიზებული საბურავები.

გარდა ამისა, უქმეების დაწყებამდე ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ გაავრცელა საბურავებთან მუშაობის დირექტივა (წნევა საბურავებში, მათი დაყენების თანმიმდევრობა და ა. შ.), ასე რომ, ინჟინრებს ამ მხრივაც უწევდათ მუშაობა.

გუნდები ექსპერიმენტებს ატარებდნენ ტექნიკურ სიახლეებთან დაკავშირებით. თუ წინა გრანპრიზე ორმაგი DRS (მასზე "ლოტუსი" წელიწადზე მეტხანს მუშაობდა) მხოლოდ კიმი რაიკონენის მანქანაზე იყო დაყენებული, ნიურბურგრინგზე გროსჟანიც ამ სისტემით გავიდა ტრასაზე და დილით, გუნდი მის მუშაობაზე
ინფორმაციას აგროვებდა. ინჟინერთა ანალოგიური გადაწყვეტა გაჩნდა ნიკო როსბერგის "მერსედესზე".

სესიის დაწყებიდან ხუთი წუთის შემდეგ, ფერნანდო ალონსომ გააჩერა მანქანა ტრასაზე ელექტრობის პრობლემების გამო. სესიის შუაში ესპანელი ისევ გავიდა ტრეკზე, მაგრამ მალე დაბრუნდა ბოქსებში - კვლავ წარმოიშვა პრობლემები.

საუკეთესო დრო ლუის ჰემილტონმა აჩვენა, რომელმაც წრე წუთსა და 31.754 წამში გაიარა. მას წამზე ნაკლებით მხოლოდ თანაგუნდერი ნიკო როსბერგი ჩამორჩა. "მერსედესი" ტრასაზე საწვავის მცირე რაოდენობით გავიდა და ამის გამო გაუსწრო სხვებს წამზე მეტით.

* * *
მეორე სესიაში გუნდებმა კორექტივები შეიტანეს დილის თავისუფალ პრაქტიკაში და გააგრძელეს მუშაობა მანქანის მახასიათებლების შერჩევისთვისა და საბურავის ორი შემადგენლობის ეფექტურობის შემოწმებისთვის. გაირკვა, რომ "პირელის" დამუშავებული საბურავები უფრო მეტხანს ძლებს, ვიდრე მისი წინამორბედი.

ზოგიერთ გუნდში პროგრამა ნაწილებად დაყვეს - პილოტები ტრასაზე სხვადასხვა კონფიგურაციის მანქანებით გადიოდნენ და შეგროვებული ინფორმაციის ანალიზის მიხედვით ეძებდნენ ოპტიმალურ გადაწყვეტას კვალიფიკაციისა და რბოლისთვის. მაგალითად, "ზაუბერში" ტესტავდნენ უკანა ანტიფრთის ორ ვერსიას, "ფერარიში" კი სხვადასხვა სიახლეზე მუშაობდნენ.

ამჯერად, საუკეთესო დრო აჩვენა სებასტიან ფეტელმა, რომელმაც წრე წუთსა და 30.146 წამში გაიარა. წამზე ნაკლები წააგო "რედ ბულის" წევრთან შვიდმა პილოტმა: როსბერგმა, უებერმა, გროსჟანმა, რაიკონენმა, ალონსომ, მასამ და ჰემილტონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კიმი რაიკონენი ბოიკოტს არ აპირებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული