რამდენად სერიოზულია ბრალდება ბერნი ექლსტოუნის წინააღმდეგ?
ძალიან სერიოზული. მთელი ეს ისტორია დაიწყო 2005-06 წლებში, როცა გერმანელი ბანკირი გერჰარდ გრიბოვსკი, იმ დროს სახელმწიფო ბანკის BayernLB-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, კურირებდა ფორმულა 1-ზე უფლებების გაყიდვას კერძო საინვესტიციო კომპანია CVC Capital Partners-თვის. მოგვიანებით გაირკვა, რომ
რა დაემართა გერმანელ ბანკირს?
ციხეში გატარებული თითქმის ერთი წლის შემდეგ, გრიბოვსკი 2011 წლის შემოდგომაზე მიუნხენში სასამართლოს წინაშე წარსდგა და გასული წლის ზაფხულში რვაწლინახევრიანი პატიმრობა მიესაჯა. ის დაადანაშაულეს გადასახადებისთვის თავის არიდებაში და ექლსტოუნისგან ქრთამის მიღებაში.
რას ეფუძნება ექსლტოუნის დაცვა?
თავიდან ის უარყოფდა ქრთამის მიცემას, მაგრამ, მოგვიანებით, შეცვალა თავისი პოზიცია და განაცხადა, რომ გრიბოვსკი მას აშანტაჟებდა – იმუქრებოდა, რომ ბრიტანეთის საგადასახადო სამსახურს ცრუ ჩვენებებს მიცემდა იმაზე, რომ ექლსტოუნი უფრო აქტიურ მონაწილეობას იღებდა საოჯახო ფონდების მართვაში (ლაპარაკია იმაზე, რომ ბერნი თითქოს საიდუმლოდ ხელმძღვანელობდა საოჯახო ოფშორულ კომპანია Bambino Holdings-ს, რომელსაც მისი ყოფილი მეუღლე სლავიკა ედგა სათავეში). ცხადია, რომ პროკურორმა მას არ დაუჯერა.
შეინარჩუნებს თუ არა ექლსტოუნი პოსტს?
ეს სერიოზული საკითხია. სპორტის ბევრ სახეობაში რთული წარმოსადგენია, რომ ხელმძღვანელმა შეინარჩუნოს პოსტი მისთვის წაყენებული ასეთი სერიოზული ბრალდების შემდეგ. მაგრამ, ფორმულა 1 არ არის სპორტის ჩვეულებრივი სახეობა, და არც ექლსტოუნია - ჩვეულებრივი ადამიანი. თანხმობის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკები ჯერ ისევ გრძელდება, რაც სიტუაციას კიდევ უფრო დელიკატურს ხდის. ამასთან, “ფერარის” პრეზიდენტი ლუკა დე მონტეძემოლო ადრე აცხადებდა, რომ ექსლტოუნისთვის ბრალის წაყენების შემთხვევაში, ბერნი უნდა წავიდეს – სპორტის ინტერსებიდან გამომდინარე.
რა იქნება შემდეგ?
ექლსტოუნს აქვს დრო აგვისტოს შუა რიცხვებამდე, რათა უპასუხოს წაყენებულ ბრალდებებს, სასამართლო გარჩევა კი სექტემბრამდე არ დაიწყება. მაგრამ თავად წავა ბრიტანელი თუ გაუშვებენ – ეს ჯერ კიდევ გასარკვევია. გასულ წელს, ექლსტოუნმა აღიარა, რომ ეს ისტორია შეიძლება მისი კარიერის დასასრული გახდეს. “თუ გერმანელები ჩემი საქმით დაკავდებიან, CVC, სავარაუდოდ, იძულებული იქნება მომიშოროს”, - თქვა მან დეკემბერში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
როცა რისკი ჩვეულებრივი ამბავია: 2013 წლის ყველა ავარია ავტოსპორტში