ფორმულა 1-ის საგაისო კალენდარში ავსტრიის გრანპრი იქნება

AutoSharing Option
მომავალი წლიდან ფორმულა 1-ის კალენდარში დაბრუნდება ავსტრიის გრანპრი - "რედ ბულ რინგის" ტრასაზე რბოლა 6 ივლისს გაიმართება.

"2014 წლის 6 ივლისს შპილბერგ
ში, "რედ ბულ რინგზე" ჩატარდება ფორმულა 1-ის ეტაპი. ამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება", - წერია ავტოდრომის ოფიციალურ ვებგვერდზე.

გარდა ამისა, კომპანია "რედ ბულმა" მოკლე განცხადება გააკეთა ავსტრიული პრესისთვის: "დიტრიხ მატეშიცმა და ბერნი ექლსტოუნმა მიაღწიეს შეთანხმებას ავსტრიაში ფორმულა 1-ის დაბრუნების შესახებ".

ჯერჯერობით არ გამოცხადებულა იმის შესახებ, რომელ ეტაპს შეცვლის ავსტრიის გრანპრი. 2014 წლის კალენდარი ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიოს საბჭოს
მორიგ სხდომაზე დამტკიცდება. ბოლოს ავსტრიაში ეტაპი 2003 წელს ჩატარდა და იმ რბოლაში გამარჯვება მიხაელ შუმახერმა მოიპოვა.

ტრასა შპილბერგში ბევრს მოსწონს, ამიტომაც რეაქცია გუშინდელ ამბავზე პოზიტიური იყო...

ნიკი ლაუდა: "ყოველთვის ვიმედოვნებდი, რომ ფორმულა 1 დაბრუნდებოდა ამ ტრასაზე, რადგან გრანპრის ჩატარება ძალიან წაადგება ავსტრიას. დაბრუნება შესაძლებელი გახდა მხოლოდ დიტრიხ მატეშიცის წყალობით. ეროვნული გრანპრი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, თავის დროზე აქ გამარჯვება მოვიპოვე.

იქამდე, სანამ დიტრიხი ავტოდრომში თანხას ჩადებდა, ის თანდათან ინგრეოდა, მაგრამ ფორმულა 1-ის ეტაპის ჩატარება - მთელი პროექტის მწვერვალია. ავსტრიამ ქუდი უნდა მოიხადოს მატეშიცის წინაშე, რადგან რბოლა ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. სიმართლე გითხრათ, არაფერი ვიცოდი მისი გეგმების შესახებ, ამიტომაც სხვებივით გაკვირვებული ვარ".

გერჰარდ ბერგერი: "შესანიშნავი სიახლეა, რომელიც შეუძლებელი იქნებოდა "რედ ბულის" მონაწილეობის გარეშე. ტრასას შესანიშნავი ინფრასტრუქტურა აქვს, "რედ ბულ რეისინგი" - ავსტრიული გუნდია და ჩვენი გულშემატკივრები დიდი ხანი ელოდნენ ამ მოვლენას.

ავსტრიული ავტოსპორტი ბევრ რამეში ემადლიერება დიტრიხ მატეშიცს. გრანპრის ჩატარება - ავსტრიის რეკლამისთვის კარგი შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან არ უნდა გავუშვათ. რბოლა ქვეყნის განვითარების ახალ შესაძლებლობებს წარმოშობს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მიხაელ შუმახერის ოთხი ფავორიტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული