მიხაელ შუმახერმა "ჩემპიონთა რბოლა" დაადასტურა

AutoSharing Option
ლეგენდარული გერმანელი პილოტი მიხაელ შუმახერი თავის გულშემატკივრებს დაჰპირდა, რომ ამა წლის დეკემბერში მონაწილეობას მიიღებს ტრადიციულ "ჩემპიონთა რბოლაში", მიუხედავად იმისა, რომ გასული სეზონის შემდეგ დატოვა აქტიური სპორტი.

"რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მსურს თასის მოგება. ის ფაქტი, რომ ეს იქნება ჩვენი მეშვიდე ტრიუმფი, ამ მოვლენას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. ასე რომ, ელოდეთ გერმანიის ნაკრების მხრიდან დიდ ბრძოლას ეროვნებათა თასზე.

წელს საკმაოდ დიდ დროს ვატარებ სარბოლო ავტომობილების საჭესთან, თუმცა ლაპარაკი არ არის ფორმულა 1-ის ბოლიდზე.

ხშირად გამოვდივარ კარტის მანქანით,
რადგან ეს ჩემი ძველი გატაცებაა. ასევე, ვიჯექი Msercedes AMG SLS GT3-ის საჭესთან, რითაც შესანიშნავი გამოცდილება მივიღე.

ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვიღებდი მონაწილეობას ჩემპიონთა რბოლაში, სადაც პილოტები თავისუფლად გრძნობენ თავს. სწორედ ამის გამო ყოველთვის დიდი ხალისით ვბრუნდები ამ ტურნირზე", - განაცხადა მიხაელ შუმახერმა.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გერმანიის ნაკრების რიგებში გამოდიან შუმახერი და სებასტიან ფეტელი და მათ ზედიზედ ექვსჯერ მოიგეს ჩემპიონთა რბოლის გუნდური ჩათვლა - ეროვნებათა თასი.

წელს ჩემპიონთა რბოლა ზედიზედ მეორედ გაიმართება ტაილანდში. 14-15 დეკემბერს, სხვადასხვა სარბოლო სერიის საუკეთესო პილოტებს ბანგკოკის სტადიონი Rajamangala უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული