"პირელის" "მიშლენი" შეცვლის?

AutoSharing Option
საბურავების მწარმოებელი ფრანგული კომპანია "მიშლენი" სერიოზულად განიხილავს მომავალ სეზონში ფორმულა 1-ში დაბრუნებას, - ამტკიცებს BBC.

იტყობინებიან, რომ ბელგიის სარბოლო უქმეებზე "დიდი ცირკის" გენერალური პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი "მიშლენის" სპორტული განყოფილების დირექტორს, პასკალ კუანონს უნდა შეხვედროდა.

აღვნიშნავთ, რომ ფორმულა 1-ში საბურავების ამჟამინდელ მიმწოდებელ "პირელისთან" ჯერ არ არის გაფორმებული კონტრაქტი მომავალი სეზონისთვის.

ცნობილია, რომ "პირელის" ამ სეზონში ბევრი აკრიტიკებს არასაიმედო და ნაკლებად გამძლე საბურავების გამო. კრიტიკის ახალი ტალღა ბელგიის გრანპრის თავისუფალი პრაქტიკების დროს დაიწყო, როცა ფერნანდო ალონსოსა და სებასტიან ფეტელის ბოლიდებზე უკანა საბურავები
გამოვიდა მწყობრიდან.

ამასთან დაკავშირებით, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ სასწრაფო გამოძიება ჩაატარა და დაადგინა, რომ ამ ორ ინციდენტში "დამნაშავეა" მეტალის ნაჭერი, რომელიც ერთ-ერთ მოსახვევში ასფალტზე იყო დაგდებული.

საბოლოოდ, ფედერაციამ პილოტებს უსაფრთხოების გარანტიები მისცა და აღნიშნა, რომ "პირელის" საბურავები ამჯერად საიმედოა და ადგილი არ ექნება ისეთ ინციდენტებს, როგორც "სილვერსტოუნში" იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული