"ფერარის" ტრადიცია არ ჰქონია

AutoSharing Option
"ფერარის" ოფიციალურ ვებგვერდზე გაჩნდა ახალი სვეტი რუბრიკაში - Horse Whisperer, რომლის მეშვეობითაც საჯინიბოს ინკოგნიტო თანამშრომელი "ფერარისთან" დაკავშირებით გავრცელებულ ჭორებს კომენტარს უკეთებს.

ამჯერად, "სკუდერიამ" მნიშვნელოვნად მიიჩნია გამოეცხადებინა, რომ არ აპირებს იტალიის გრანპრის დღეებში 2014 წლის შემადგენლობის დასახელებას.

"ფორმულა 1-ში უყვართ მითების შექმნა - უბრალოდ იმიტომ, რომ ეს ლამაზად ჟღერს ან იმიტომ, რომ რაიმე თეორიასთან არის კავშირში. ერთ-ერთი ასეთი მითი გვამცნობს, რომ "სკუდერიას" მომდევნო წლისთვის შემადგენლობის დასახელება იტალიის გრანპრის დროს უყვარს. სამწუხაროდ, ყველას იმედი უნდა გავუცრუო.

საერთოდ, ღირს ფაქტებს გადავხედოთ: 1991 წლიდან
მოყოლებული, როცა "ფერარის" პრესსამსახურმა ოფიციალური განცხადებების გამოქვეყნება დაიწყო, მხოლოდ ორჯერ - 2006 და 2008 წლებში გამოცხადდა პილოტებთან დაკავშირებული ახალი ამბავი საშინაო გრანპრის დღეს.

უახლოეს პერიოდში არანაირი განცხადება არ იგეგმება. რატომ? იმიტომ, რომ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის",
- აღნიშნულია "ფერარის" ვებგვერდზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფორმულა 1: წელს დიდი სეზონია
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული