ფერნანდო ალონსოს მხოლოდ "ფერარი" უნდა

AutoSharing Option
ესპანელმა პილოტმა ფერნანდო ალონსომ განაცხადა, რომ "ფერარიში" 2016 წლის შემდეგ დარჩენის იმედი აქვს. სწორედ ამ დროს იწურება ნანდოს მოქმედი კონტრაქტი "სკუდერიასთან". შეგახსენებთ, რომ სინგაპურის სარბოლო უქმეების წინ გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალონსოს თავის რიგებში ეპატიჟება ბრიტანული საჯინიბო "მაკლარენი".

"ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და იმედია, ფორმულა 1-ში კარიერას "ფერარიში" დავასრულებ. ჩვენ ერთად დავსხედით და ყველაფერი გავარკვიეთ. მე ჩემი სურვილი გავანდე მათ და გუნდიც მეტ-ნაკლებად ასეთ სურვილს გამოხატავს. კარგი იქნება, თუ ამ საკითხში შეთანხმებას მივაღწევთ.

აქ იყვნენ პილოტები, რომლებიც 38-39 წლის
ასაკამდე შემორჩნენ ფორმულა 1-ს და ამის გამო პრობლემა არ შექმნიათ. მარკ უებერი ამის ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითია. ის ძალიან კონკურენტუნარიანია. მიხაელ შუმახერიც არ იყო ცუდი დაბრუნების შემდეგ. ასე რომ, 35 წელი - კვლავაც კარგი ასაკია. მთავარია
, მოტივაცია შევინარჩუნო და სპორტისგან სიამოვნება მივიღო", - მოჰყავს ალონსოს სიტყვები Sky Sports-ს.

* * *
ამასობაში ირკვევა, რომ ფერნანდო ალონსო შეიძლება ვერ გახდეს ველოსაჯინიბო Euskaltel-Euskadi-ის მფლობელი. ადრე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ესპანელი პილოტი ამ გუნდის გადარჩენას აპირებდა - ფერნანდოს უნდა გამოესყიდა მსოფლიოს ტურის ლიცენზია Euskaltel-Euskadi-სთვის, რომელსაც ფინანსური პრობლემები გააჩნია. გარიგების თანხად 6 მილიონი ევრო სახელდებოდა.

მაგრამ ესპანურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუნდის შეძენაზე მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. უთანხმოება წარმოიშვა ინფრასტრუქტურის, ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ესპანელი გუნდის ასტურიაში გადაყვანას აპირებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ფერარის" პრეზიდენტი: სისულელეა! მასა ალონსოს დაეხმარება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული