როგორც იცით, ეს არის გუნდებისა და ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის ერთობლივი ინიციატივა, რომელმაც უნდა აამაღლოს მსოფლიოს ჩემპიონატის მარკეტინგული მომხიბვლელობა. ნომრის ერთხელ არჩევის შემდეგ, პილოტი ამ რიცხვით კარიერის ბოლომდე იასპარეზებს.
მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა და ტიტულის მოქმედმა მფლობელმა სებასტიან ფეტელმა ნომერი "ხუთი" აირჩია, თუმცა გამოაცხადა, რომ 2014 წელს "პირველი" ნომრით გამოვა, რომელიც ჩემპიონს ეკუთვნის.
ცრურწმენებს არ შეუშინდა ვენესუელელი
საინტერესო, რომ პირველ ათეულში სამი რიცხვი დარჩა ვაკანტური - 2, 4 და 9. მხოლოდ სამმა პილოტმა აირჩია 30-ე მაღალი ნომერი: ლუის ჰემილტონმა (44), ვალტერი ბოტასმა (77) და ადრიან სუტილმა (99).
ჯერჯერობით უცნობია რა ნომრით იასპარეზებს "მარუსიას" პილოტი მაქს ჩილტონი, რადგან კონტრაქტი ბოლო მომენტამდე არ იყო დადასტურებული.
ასევე უცნობია "კატერჰემის პილოტთა ვინაობა. ეს არის ბოლო ორი დარჩენილი ვაკანსია პელოტონში 2014 წლისთვის.
დაბოლოს, "ლოტუსი", რომელსაც ჯერ არ აქვს ოფიციალური ხელშეკრულება ძრავების მომწოდებელ არც ერთ კომპანიასთან, დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ თანამშრომლობას "რენოსთან" გააგრძელებს.
2014 წლის ჩემპიონატის მონაწილეები:
1/5. სებასტიან ფეტელი (რედ ბული)
3. დანიელ რიკარდო (რედ ბული)
6. ნიკო როსბერგი (მერსედესი)
44. ლუის ჰემილტონი (მერსედესი)
7. კიმი რაიკონენი (ფერარი)
14. ფერნანდო ალონსო (ფერარი)
8. რომენ გროსჟანი (ლოტუსი)
13. პასტორ მალდონადო (ლოტუსი)
20. კევინ მაგნუსენი (მაკლარენი)
22. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი)
11. სერხიო პერესი (ფორს ინდია)
27. ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია)
19. ფელიპე მასა (უილიამსი)
77. ვალტერი ბოტასი (უილიამსი)
21. ესტებან გუტიერესი (ზაუბერი)
99. ადრიან სუტილი (ზაუბერი)
25. ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო)
26. დანიილ კვიატი (ტორო როსო)
17. ჟიულ ბიანკო (მარუსია)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"