მიხაელ შუმახერმა თავის ცოლ-შვილს მილიარდი ევრო უანდერძა

AutoSharing Option
გამოცემა Ole-ისთვის ცნობილი გახდა, რომ ფორმულა 1-ში მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონმა მიხაელ შუმახერმა, რომელიც თხილამურებით სრიალის დროს მიღებული ტრავმის გამო კომაში იმყოფება, 2010 წელს მილიარდი ევროს ღირებულების ანდერძი დატოვა.

ანდერძის თანახმად, მთელი უძრავი ქონება და თანხა, რომელიც გერმანელი ავტომრბოლელის ანგარიშზეა, თანაბრად გადაუნაწილდებათ მის მეუღლესა და შვილებს - ვაჟ მიკსა და ქალიშვილ ჯინა-მარიას.

ანდერძის შედგენა მიხაელს ავარიამ აიძულა, რომელიც მას 2009 წელს, ესპანეთში შეემთხვა.

მიხაელ შუმახერის მდგომარეობა კვლავაც სტაბილურად მძიმეა. გერმანელს ქალაქ გრენობლის საავადმყოფოში ისევ ხელოვნურ კომაში ამყოფებენ.

შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს,
საფრანგეთის კურორტ მერიბელში სამთო თხილამურებით სრიალისას, მიხაელი ტრასაზე დაეცა და თავი ქვას დაარტყა. 45 წლის ავტომრბოლელი ვერტმფრენით ჯერ დაბა მუტიეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი გრენობლის კლინიკაში მოათავსეს. ექიმებმა შუმახერს თავის ტვინის სერიოზული დაზიანება დაუდგინეს და ხელოვნური კომას მდგომარებაში შეიყვანეს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ღმერთმა კარგად ამყოფოს შუმახერი,მაგრამ სააკაშვილი რომ დაარტყამდეს ბოგანო თავს ურიგო არიქნება
0
ღმერთმა გამოაჯანმრთელოს!!!
კიკი
21:38 16-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული