- ბოლო ოთხი წელია, ჩემპიონის ტიტულს არავის უთმობდით, მაგრამ წელს ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყება. ახალი წესების გამო აღელვება ხომ არ გეტყობათ?
- ახალ ძრავებზე გადასვლა - სერიოზული გამოწვევაა ყველა გუნდისთვის, მათ შორის, ჩვენთვის. გასულ წელს ყოველთვის ვიცოდით, რა გველოდა, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა. ასე რომ, რაიმეს
- ახალი წესები აიძულებს პილოტებს მართვის სტილის შეცვლას? არსებობს მანქანისადმი მიდგომის სხვა ხერხები?
- დიახ, პილოტებს მოუწევთ მართვის სტილთან ადაპტირება. საჭირო იქნება მანქანის დაზოგვა და საწვავის ხარჯისთვის თვალის მიდევნება. ასე რომ, განსხვავებულ რბოლებს ვიხილავთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი დალაგდება, მაგრამ ამისთვის დროა საჭირო. თუ სარბოლო უქმეებს მთლიანობაში შევხედავთ, პილოტები უნდა შევეჩვიოთ ახალ ტაქტიკას. კვალიფიკაციაში მაქსიმალურად დახარჯვა იქნება საჭირო, რბოლაში კი უნდა იმოქმედო საკუთარი პოზიციიდან და მეტოქეებიდან გამომდინარე - დაზოგო საწვავი თუ მთელი რესურსი გამოიყენო...
- რა დრო დასჭირდება სიტუაციის სტაბილიზაციას?
- რაც უფრო სერიოზულია გარდაქმნები, მით უფრო მეტი დრო სჭირდებათ პილოტებს ადაპტაციისთვის. იგივე ითქმის ინჟინრებზე, ბაზის თანამშრომლებზე. შესაძლოა, რბოლებიდან გამოვარდნა უფრო მეტი იქნება, ვიდრე წინა წლებში. ადრე მანქანა კარგად გვესმოდა, ახლა ყველაფერი ახალია, შეცდომებისგან კი დაზღვეული არავინაა. ლაპარაკია იმაზე, ვის ექნება ნაკლები შეცდომა. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ ვინ აიცილებს თავიდან შეცდომების გამეორებას. ბევრი რამ გვაქვს სასწავლი.
- მიხაელ შუმახერმა ზედიზედ ხუთი ტიტული მოიგო, მაგრამ ეს მაშინ მოხდა, როცა რეგლამენტი თითქმის არ იცვლებოდა. შეძლებთ მისი მიღწევის გამეორებას?
- ჩემი აზრით, ყველაფერი შესაძლებელია. დაუჯერებელ შედეგებს მივაღწიეთ და ვეცდებით, მაქსიმალურად დავიხარჯოთ იმისთვის, რომ მეხუთე ტიტული მოვიგოთ. თუმცა დღეს განსაკუთრებული მოლოდინი არ გვაქვს. ყველაფერი ნულიდან იწყება და ვნახოთ.
- როგორ იმოქმედებს თქვენზე ახალ მეწყვილესთან მუშაობა?
- ბევრი არაფერი შეცვლილა. დიახ, გუნდში გამოჩნდა უცნობი ადამიანი, ახალი სახელი, მაგრამ მიჩვეული ვარ სხვადასხვა პილოტთან მუშაობას. პირველი სეზონი, შესაძლოა, რთული იყოს მისთვის და გუნდისთვის, მაგრამ საჭიროა ერთმანეთის უკეთ გაცნობა. არ არის გამორიცხული, ამან ჩემს გამოსვლაზე დადებითად იმოქმედოს, მაგრამ რიკარდო - ჭკვიანი და ნიჭიერი ბიჭია, სწრაფად ადაპტირების უნარი აქვს და გუნდიც მაქსიმალურად დაეხმარება მას. ასე რომ, ისევ გვეყოლება პილოტების ძლიერი წყვილი.
- ალბათ, საინტერესო სანახავია თქვენი მანქანის შექმნის პროცესი?
- ბაზაზე არდადეგების შემდეგ დავბრუნდი, ყველას მივესალმე და ახალი მანქანა ვნახე. ის სერიოზულად განსხვავდება წინამორბედებისგან - მისი შექმნისთვის რთული ტექნოლოგიები გამოიყენეს. ინჟინრებსაც კი უჭირთ გარკვევა, რადგან ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მოკლედ, სეზონის დაწყებამდე მექანიკოსებს ბევრი სამუშაო ექნებათ. ეს ნამდვილი გამოცდაა, ამიტომაც რთულია პროგნოზების გაკეთება. ვნახოთ, როგორ დასრულდება პირველი რბოლა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"