ფორმულა 1: 20-20 მილიონი ლუისისა და ფერნანდოსთვის

AutoSharing Option
ესპანელი ფერნანდო ალონსო და ბრიტანელი ლუის ჰემილტონი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტები იქნებიან 2014 წელს.

გამოცემა The Richest-ის მონაცემებით, "ფერარისა" და "მერსედესის" წევრთა ხელფასი 20 მილიონი ევრო იქნება. შემოსავლის მიხედვით, მესამე გახდა "მაკლარენის" პილოტი ჯენსონ ბატონი 16 მილიონი ევროს ოდენობის ჯამაგირით.

2014 წელს ფორმულა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტების ტოპ-ათეული (მლნ. ევრო):

1. ფერნანდო ალონსო (ფეერარი) - 20
2. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) - 20
3. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი) - 16
4. სებასტიან ფეტელი (რედ ბული) - 16
5. ნიკო როსბერგი (მერსედესი) - 11
6. კიმი რაიკონენი (ფერარი) - 10
7. ფელიპე მასა (უილიამსი) - 4
8. დენიელ რიკარდო (რედ ბული) - 2,5
9. სერხიო პერესი (ფორს ინდია) - 2
10. რომენ გროსჟანი (ლოტუსი) - 1,5

* * *
ავსტრალიის გრანპრის ორგანიზატორები აგრძელებენ მოლაპარაკებებს ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობასთან 2015 წელს რბოლის ჩატარების თაობაზე. მელბურნის მთავრობა მეორე მხარეს ეტაპის გამართვისთვის საჭირო თანხის შემცირებას სთხოვს, რადგან ბოლო დროს ავსტრალიის რბოლას აღარ მოაქვს ძველებურად მაღალი შემოსავალი.

იტყობინებიან, რომ მხარეები შორს არიან კომპრომისისგან, რადგან ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი დათმობაზე არ მიდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული