მომავალ წელს ფორმულა 1-ის პელოტონს მე-13 გუნდი დაემატება და ამ ვაკანტური ადგილის დასაკავებლად დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი. უკვე ცნობილია, რომ "დიდ ცირკში" მოსასვლელად რამდენიმე ესპანური გუნდი ემზადება, თუმცა პრესაში გაჩნდა მოულოდნელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფორმულა 1-ში საკუთარი გუნდით აპირებს დაბრუნებას მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ჟაკ ვილნევი. მისი საჯინიბოს სახელწოდებაა - Villeneuve Racing.
ბოლოს კანადელმა ფორმულა 1-ის სამყაროს ნახევარი წლის წინ შეახსენა თავი, როცა US F1-თან კონტრაქტის გაფორმებასა და ამერიკული გუნდის სახელით მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სარბოლო სერიაში გამოსვლას აპირებდა. მაგრამ ამერიკელთა პროექტი არ
მაგრამ როგორც ირკვევა, მთელი ამ დროის განმავლობაში ჟაკი ფორმულა 1-ში დასაბრუნებლად ემზადებოდა, თანაც ახალ ამპლუაში - ის გუნდის მფლობელი იქნება. ჟურნალ Auto Motor und Sport-ის ინფორმაციით, ვილნევის მიერ წარმოდგენილმა დოკუმენტებმა ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციაში უკვე რამდენიმე შემოწმება გაიარა და პრეტენდენტთა საბოლოო სიაშიც მოხვდა.
ასევე იტყობინებიან, რომ კანადელმა, შესაძლოა, თავის გუნდში სამუშაოდ მიიწვიოს "რენოს" ყოფილი ხელმძღვანელები - ფლავიო ბრიატორე და პეტ სიმონდსი. პირველი გუნდის ხელმძღვანელად და მეორე - ტექნიკურ დირექტორად.
საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. ამის გამო,
მთავარმა ფავორიტმა - ART Grand Prix-მ უკან გაიტანა საკუთარი განაცხადი. ამ საჯინიბოს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ კონკურისის მოგების შემთხვევაში დრო არ ეყოფოდა პროექტის განსახორციელებლად.
კიდევ ერთი კანდიდატია ამერიკული გუნდი - Cypher Group, რომელმაც ივლსის დასაწყისში შეიტანა განაცხადი. როგორც ირკვევა, კონკურსის მოგების შემთხვევაში ამერიკელები ერთ-ერთ პილოტად "რენოდან" სკანდალურად წასულის ბრაზილიელის - ნელსინიო პიკეს მიწვევას აპირებენ. ის ამერიკელ ჯონათან სამერტონის მეწყვილე იქნება.
გარდა ამისა, გაირკვა Cypher Group-ის პროექტის ზოგიერთი დეტალი - აქ US F1-ის ყოფილი თანამშრომლები იმუშავებენ და მათ "ბრაუნ გრან-პრის" ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი სტივ ბრაუნი შეუერთდება.
2011 წლისთვის ფორმულა 1-ში ადგილის დასამკვიდრებლად ბრძოლა დასკვნით ეტაპს უახლოვდება. შემოწმებისას ფედერაცია მთავარ აქცენტს პროექტების ფინანსურ გარანტიებზე გააკეთებს.