"ფერარი": ნუ გაგვიფუჭებთ რა რბოლას!

AutoSharing Option
"ფერარის" პრეზიდენტი ლუკა დი მონტეზემოლო თავისას არ იშლის და კვლავაც გამოდის "სამეფო რბოლებში" ბოლიდთა ტექნიკური მახასიათებლების შეცვლის ინიციატივით. იტალიური საჯინიბოს თავკაცი მიიჩნევს, რომ გუნდებს უნდა დართონ ნება, ძრავაც ისევე ნებისამებრ განავითარონ, როგორც აეროდინამიკის დეტალები.

შეგახსენებთ, რომ FIA რბოლებში მხოლოდ 1,6 ლ მოცულობის ტურბოძრავების გამოყენებას დაუშვებს.

"ჩვენ FIA-სთან ერთად ყურადღებით უნდა შევისწავლოთ და დავხვეწოთ რბოლის წესები, - განაცხადა მონტეზემოლომ. – ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ ტენდენციები, რომელიც "ფორმულა 1"-ს აეროდინამიკის შეჯიბრად გადააქცევს. ვფიქრობ, საჭიროა საქმე ინჟინრებსა და მექანიკოსებსაც დავუტოვოთ.

ორი აზრი არ
არსებობს, რომ წესები მკაცრად უნდა განისაზღვროს, ოღონდ არა ისე, რომ "სამეფო რბოლებმა" მთავარი ხიბლი დაკარგონ.

ვფიქრობ, რბოლა ინჟინრული იდეების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განხორციელების ასპარეზი უნდა იყოს."


მომზადებულია autosport.com-ის მიხედვით




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული