სენამ პრიზი მოიგო

AutoSharing Option

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, ლეგენდარული ბრაზილიელის აირტონ სენას შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმის შესახებ ერთ-ერთ წინა ნომერში გიამბეთ. სურათმა ამერიკული კინოკრიტიკის მაღალი შეფასება დაიმსახურა, ახლა კი ფილმმა ცნობილი კინოფესტივალის - "სანდნესის" პრიზი მიიღო.

"სენამ", რომლის პრემიერა გასული წლის ბოლოს იაპონიასა და ბრაზილიაში შედგა, მაყურებელთა სიმპათიის პრიზი მოიპოვა. ჯილდო სოლტ-ლეიკ-სიტიში გამართულ ცერემონიაზე რეჟისორმა ასიფ კაპადიამ მიიღო.

"საოცარია. მადლობა ყველას ასეთი აღიარებისთვის, - განაცხადა ბრიტანელმა რეჟისორმა. - ფილმზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო, ხოლო ეს ჯილდო - სასიამოვნო სიუპრიზი. მან ფესტივალებისადმი ჩემი ნდობა აამაღლა."


"სენას"

პრემიერა ევროპაში ივნისის თვეში იგეგმება. პირველად მას ბრიტანეთში, ამ ქვეყნის გრან-პრის დროს უჩვენებენ.

 

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული