კუბიცა რალიზე დაიმტვრა

AutoSharing Option

უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა "ლოტუს რენო" და მისი პირველი პილოტი რობერტ კუბიცა. პოლონელი პილოტი ყოველთვის ამბობდა, რომ რალი მისი ჰობია, მაგრამ ამავდროულად, ეს ჰობი სპორტის მეტად სახიფათო სახეობა გახლავთ და ამაში პოლონელი პილოტის გულშემატკივრები გუშინ დარწმუნდნენ.

 

Ronde di Andora-ს რბოლის პირველივე ჩქაროსნულ მონაკვეთზე კუბიცა სერიოზულ ავარიაში მოხვდა. მისი Skoda Fabia S2000 მანქანის მხრიდან გზის ბარიერს შეეჯახა.

პირველადი ინფორმაციის თანახმად, "რენოს" ლიდერს რამდენიმე მოტეხილობა აქვს. ის ვერტმფრენით სასწრაფოდ გადაიყვანეს იტალიის პროვინცია სავონის საავადმყოფოში. სხვა დეტალების შესახებ ჯერ

არ იტყობინებიან. ეკიპაჟის შტურმანი იაკუბ გერბერი არ დაზარალებულა.

ახლა დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ რობერტ კუბიცა ფორმულა 1-ის ახალი სეზონის სტარტს გამოტოვებს. პოლონელის შეცვლა შეუძლიათ "ლოტუს რენოს" ტესტპილოტებს - რომენ გროსჟანს ან ბრუნო სენას, რომელიც შარშან HRT-ის ღირსებას იცავდა.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგუნდოდა საცოდავ რენოს კიდე, დარჩნენ ეხლა ვიტალიკას იმედზე
avtuko
12:44 07-02-2011
0

სიახლეები პოპულარული